Jil Sander Mobile: სმარტფონ LG Optimus 7-ის დიზაინერული ვერსია

Hardware Microsoft

გერმანულმა დიზაინერულმა სახლმა Jil Sander და კომპანია LG Electronics-მა დაიწყეს კომუნიკატორის დიზაინერული ვერსიის Jil Sander Mobile-ის ევროპული გაყიდვები.

აპარატი წარმოადგენს სმარტფონ Optimus 7-ის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემის  Windows Phone 7.5-ის (Mango) მართვის ქვეშ.

Jil Sander Mobile შესრულებულია Qualcomm-ის ერთბირთვიან პროცესორზე ტაქტური სიხშირით 1 გჰც. 3,8-დიუმიანი სენსორული დისპლეის გააჩნია WVGA (480×800 წერტილი) გარჩევადობა; არის 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით (მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა 720р ფორმატში).

კომუნიკატორს გააჩნია 16 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, GPS-მიმღები, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ. აპარატში ყენდება საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Jil Sander; კომპლექტში შედის ტყავის ჩასადები და ყურსასმენები.

Jil Sander Mobile-ის ღირებულება არის 300 ევრო.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=0Eu4-iCoFe0

წყარო: MobileBurn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.