Android Police-ის თანამშრომლები გვაფრთხილებენ, რომ აღმოჩენილია სერიოზული შეცდომა ტაივანური კომპანია HTC-ის სმარტფონებში, რომლებიც Android ოპ. სისტემით იმართება.პრობლემა ეხება სისტემურ უტილიტას HtcLoggers.apk, რომელიც გარკვეული ინფორმაციის შესაგროვებლად და შემდგომი ანალიზისთვის HTC-ში გასაგზავნად გამოიყენება. ამ პროგრამის არაკორექტულ მუშაობას მივყავართ იქამდე, რომ მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი სხვა პროგრამისათვის, რომელსაც აქვს ინტერნეტზე წვდომა.

აღნიშნულია, რომ შეცდომა თეორიულად საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედებს ნახონ ისეთი ინფორმაციია როგორიცაა ელ-ფოსტის მისამართები, GPS კოორდინატების, ტექსტური შეტყობინებები, ტელეფონის ნომრები და ა.შ.

პრობლემა ეხება კომუნიკატორებს: HTC EVO 4G, EVO 3D, Thunderbolt და კიდევ რამოდენიმე მოდელს. პატჩი ჯერ არ გამოსულა და მწარმოებელს ჯერ კომენტარიც არ გაუკეთებია.

წყარო: Android Police.