ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს Samsung–ის მუქარა Apple–ის მიმართულებით, რომელიც რადიკალური ზომების მიღებას ითვალისწინებდა. როგორც ჩანს მუქარა ძალაშია და სამხრეთ კორეელები არ აპირებენ უკან დახევას. iPhone 4S–ის გაცნობა ნორმალურად ვერც კი მოვასწარით, რომ, ორი სარჩელით, Samsung–მა უკვე მიმართა სასამართლოს. მოთხოვნა: iPhone 4S–ის საფრანგეთისა და იტალიის ბაზრიდან ამოღება. ინფორმაცია, მომხდართან დაკავშირებით, Samsung–ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ყველასათვის ნათელია Samsung Electronics–ის ქმედება — მან სპეციალურად შეიტანა სარჩელი ოდნავ ადრე, რადგან სასამართლო პროცესი iPhone 4S–ის მასიურად გაყიდვაში შემოსვლამდე დასრულდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple–ს Samsung–ის პატენტის უფლების დარღვევაში ედება ბრალი. საუბარია Wideband Code Division Multiple Access–ზე (WCDMA), რომელიც 3G–ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტელეკომუნიკაციის სისტემებისა და სხვადასხვა მოწყობილობების საიმედო მუშაობაში.

წყარო: SamsungTomorrow