Samsung-მა წარმოადგინა Exynos-ის ახალი თაობის პროცესორი!

Hardware Samsung

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა «სისტემა ჩიპზე» Exynos 4212, რომელიც განკუთვნილია პორტატულ მოწყობილობებში გამოსაყენებლად.

Exynos 4212-ის შემადგენლობაში შედის, ორი გამომთვლელი ბირთვი Cortex-A9 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც და გრაფიკული კონტროლერი. არის მაღალი გარჩევადობის ვიდეოს (1080р ფორმატი) კოდირება/დეკოდირება ოპერაციის შესრულების აპარატულად აჩქარების საშუალება, მხარდაჭერილია HDMI 1.4 ინტერფეისი.

«სამსუნგის» განცხადებით «სისტემა ჩიპზე», რომელიც იყენებს 32-ნანომეტრიან ტექნოლოგიას, უზრუნველყოფს 25%-ით მწარმოებლურობის გაზრდას და მოიხმარს 30%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე წინა თაობის 45-ნანომეტრიანი ნაწარმი, ხოლო 3D-გრაფიკის დამუშავების სიჩქარე გაიზრდა 50%-ით.

ჩიპის წარმოაება, ითვალისწინებს: HKMG-ის მეთოდის გამოყენებას, რომელიც დაფუძნებულია დიელექტრიკების გამოყენებაზე მაღალი დიელექტრული გამტარიანობით  (high-k) და ტრანზისტორებს მეტალის კარიბჭით (metal gate).

Exynos 4212-ის ნიმუშების გაყიდვები დაიწყება მეოთხე კვარტალში. მოსალოდნელია, რომ ახალი პროცესორი გამოყენებული იქნება მძლავრ კომუნიკატორებში და პლანშეტურ კომპიუტერებში.

წყარო: MarketWatch

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.