samsung: ტელეფონები მოქნილი დისპლეებით!

Uncategorized

კომპანია Samsung აპირებს ისეთი გაჯეტების სერიული წარმოების დაწყებას რომელთაც ექნებათ დეფორმირებადი ეკრანი.

როგორც იუწყებიან, თავიდან მოქნილი დისპლეები დამონტაჟდება მობილურ ტელეფონებზე. ასეთი აპარატები ბაზარზე გამოჩნდება 2012 წელს — სავარაუდოდ წლის პირველ ნახევარში. მოგვიანებით “სამსუნგი”  აპირებს სხვა მოწყობილობების აღჭურვასაც ასეთივე ეკრანებით, კონკრეტულად კი პლანშეტური კომპიუტერების და მაჯის საათების.

სამხრეთკორეელ მწარმოებელს დრეკადი დისპლეი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, რომელიც შესრულებული იყო AMOLED ტექნოლოგიით (აქტიური მატრიცა ორგანულ შუქდიოდებზე). დეფორმაციის შესაძლებლობა ეკრანს ეძლევა პლასტიკური სუბსტრატით; მისი მოხრის რადიუსი შეადგენს დაახლოებით 2 სანტიმეტრს.

პირველ ჯერზე Samsung-ი გამოუშვებს დრეკად დისპლეებს დიაგონალით 4-დან 4,5 დიუმამდე; მოგვიანებით კი უფრო დიდი პანელების წარმოებას შეუდგება.

წყარო: Computerworld

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.