დღეს გამოვიდა Ubuntu 11.10 ფინალური ვერსია კოდური დასახელებით Oneric Ocelot. ოფიციალურ საიტზე უკვე გამოაქვეყნეს ინფორმაცია რელიზის შესახებ. ასევე განახლდა დისტრიბუტივის ჩამოსატვირთიპორტალიც.

სამაგიდო:

სერვერი:

ალტერნატიული:

ბმული – Torrent – კლენტებისთვის.

მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის ვამზადებ Ubuntu-ს ინსტალაციის სრულ სახელმძღვანელოს, რომელსაც go.ge-ზე მალე იხილავთ. მანამდე კი დატკბით მოკლე მიმოხილვით:

Unity და Unity 2D

GNOME-ის სტანდარტული გარემო არ შედის სტანდარტუალდ დაყენებული პროგრამების სიაში. ახლა სეანსებს შორი მხოლოდ არის Unity და Unity 2D ნაკლები წარმადობის ვიდეო ადაპტერების მქონე კომპიუტერებისათვის.

სამუშაო მაგიდა:

Ubuntu-ს ღილაკმა გადაინაცვლა Launcher-ის პანელში. ბევრი პროგრამის ერთდორულად გახსნის შემთხვევაში პანელის ხატულები გარმონივით იკეცება ბოლოში.

ინდიკატორების პანელმაც განიცადა ცვლილება, დამატებულია დამატებითი პარამეტრები, გაუმჯობესებულია ენერგიის მართვა.


ფანჯრების გადამრთველი Alt+Tab გახდა უფრო მოხერხებული და ფუნქციონალური. ასევე გარმონივით ანიმაციით. ფანჯრებს შორის გადართვა ხდება მარჯვენა და მარცხენა მიმართულების ღილაკებით.

ახლა ერთი პროგრამის ფანჯრები ჯგუფებად ლაგდება და მისი გახსნისათვის უნდა დავაჭიროთ ღიალკს “ქვევით”

 

Dash

Dash-ის ინტერფეისი სრულიად განახლდა, დაემატა გადღაბნის ეფექტი (blur)

მართვის ცენტრი

დეველოპერების განცხადებით, ახალი ცენტრი უფრო ამარტივებს პარამეტრების მოწყობას.

 

Ubuntu-ს პროგრამების ცენტრი


ბრაგრამების ცენტრი ახალ ვერსიაში შექმნილია GTK 3-ზე. პროგრამი ახალი ვერსია უფრო მეტად არის სისტემაში ინტეგრირებულია, უფრო სწაფი და მოხერხებულია. შეიცვალა პროგრამების რეცენზირებისა და რეიტინგების სისტემაც.

 

პროგრამული ცვლილებები:

  • საფოსტო კლიენტი Evolution შეიცვალა Thunderbirt 7-ით.
  • მარქაფების შესაქმნელი უტილიტა Deja Dup ახლა უკვე ჩაშენებულია, როგორც სტანდარტული პროგრამა.
  • სტანდარტული ინსტალაციიდან ამოღებულია პაკეტების მენეჯერი Synaptic.
  • Gwibber გახდა უფრო სწაფი და მომხიბლველი
მოკლედ ახალი ვერსიისგან ბევრი სიახლე გველის და რა თქმა უნდა დაპირებული ინსტალაციის სახელმძღავენლოც.