ანონსის შესაბამისად, ლოს ანჯელესში შედგა Google-ის პრეზენტაცია, რომელიც Android პლატფორმას ეხებოდა. უფრო ზუსტად მუსიკალურ სერვისს Google Music. საძიებო გიგანტმა გამოაცხადა ამ სერვისის ბეტა სტადიიდან გამოსვლა და ახლა ყველა მომხმარებელს ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე შეუძლია დარეგისტრირდეს მისამართზე music.google.com, სხვა ქვეყნების მომხმარებლებს მოუწევთ ლოდინი ან პროქსი სერვერებით სარგებლობა.

Google Music-ში შეიძლება ძველებურად უფასოდ ატვითოთ საკუთარი აუდიოთეკა (არა უმეტეს 20 000 ტრეკი) რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თქვენს ყველა Android მოწყობილობაზე ან ბრაუზერიდან. მაგრამ მთავარი მოვლენა არის Google-ის საკუთარი მუსიკალური მაღაზიის გაშვება, რომელშიც უკვე 8 მილიონი კომპოზიციაა.

უახლოეს დღეებში ტრეკების რაოდენობა 13 მილიონამდე გაიზრდება. საძიებო სისტემა მოელეპარაკა ყველა უმთავრეს ლეიბლს (Universal, EMI და Sony Music) Warner-ის გარდა.

ასევე წარმოდგენილია უამრავი დამოუკიდებელი ლეიბლი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს თავისი გვერდი Google Music-ზე და მას ეს სერვისი 25$ დაუჯდება. ამის შემდეგ არტისტს შეეძლება მუსიკის გაყიდვა და მოგების 70%-ის მიღება.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი – ეს არის ინტეგრაცია Google+-თან. თქვენ შეგიძლიათ გააზიართო ნაყიდი ალბომები თქვენს მეგობრებთან და ყოველ მათგანს შეეძლება ტრეკების უფასოდ ერთხელ მოსმენა. ასევე მაღაზიაში შეიძლება იპოვო უამრავი უფასო სიმღერა და რამოდენიმე ექსკლუზივი (Maroon 5, Busta Rhymes, Coldplay და ა.შ.), სიახლეები გამოდის სპეციალურ ბლოგზე.

ამ წამოწყების ერთ ერთი პარტნიორი არის ამერიკული ოპერატორი T-Mobile, მისი მომხმარებლები შეძლებენ მუსიკის ყიდვას პირადი ანგარიშებიდან. სხვა ქვეყნებში ჩართვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა. პრეზენტაციის სურლი ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.

წყარო: Droider.ru