გერმანიაში ჰაერში აფრინდა ტომას ზამკელის მიერ შექმნილი და მის მიერვე პილოტირებული მსუბუქი აპარატი 16 პროპელერით.

ასეთი ტიპის მანქანების განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენ — კვადროპტერები,  მცირე წონიანი მეტალის ან პლასტმასის კვადრატის ფორმის კონსტრუქცია, რომელსაც კუთხეებში აქვს პროპელერები. ძირითადად მათ მხოლოდ მცირე ტვირთის გადატანა შეუძლიათ და შესაბამისად მხოლოდ დაზვერვითი ფუნქცია აქვთ მინიჭებული.

მოწყობილობა რომელიც გამოსცადა გერმანულმა კომპანია e-volo-მ, წარმოადგენს ერთი ადამიანისათვის ჰაერში გადაადგილების სრულყოფილ საშუალებას. ის აერთიანებს ოთხ კვადროკოპტერს, რომლებიც დამონტაჟებულია სპეციალურ სადგამზე, რომლის ცენტრიც განთავსებულია პილოტის ადგილი. აპარატი იმართება უსადენო შტურვალით, ხოლო დაჯდომის სირბილეს უზრუნველყოფს აპარატის შუა ნაწილში მოთავსებული სფეროსებრი ელემენტი და ასევე ოთხი “ფეხი” აპარატის კუთხეებში.

პროპელერები მუშაობენ ელექტროენერგიაზე, რომელიც ინახება აკუმლატორებში და შემდეგ გადაეცემა ელექტროძრავებს. ელემენტების ჩათვლით მანქანის სრული წონა (პილოტის გარეშე) შეადგენს 80 კგ-ს. შემქმნელები ელექტრომამოძრავებელი სისტემის მახასიათებლებს არ აზუსტებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ერთ საათ ფრენას დასჭირდება  €6 ღირებულების ელექტროენერგია.

ჯერ-ჯერობით “მულტიკოპტერს” შეუძლია იფრინოს 10-30 წუთის განმავლობაში. პირველი სატესტო გარენა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა, მიმდინარეობდა დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე და ორ გრძელდებოდა დაახლოებით ორი წუთი.

შეგახსენებთ ასევე, რომ ერთი თვით ადრე ასევე აფრინდა ტრადიციული კონსტრუქციის ელექტრონული ვერტმფრენი, რომლის კაბინაშიც ფრანგი ინჟინერ-ენთუზიასტი პასკალ კრეტიენი იჯდა. ორივე მიღწევა ადასტურებს იმას, რომ ელექტროვერტმფრენები ორი ან რამოდენიმე პროპელერით პრაქტიკაში გამოყენებას ჰპოვებს. მთავარია უზრუნველყოფილი იქნეს მათი უსაფთხოება.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=L75ESD9PBOw

გამოყენებულია Gizmag-ის მასალები.