ალბათ მოულოდნელი არ იყო Panasonic-ის მხრიდან პლანშეტების ბაზარზე გამოჩენა და თა ასეთ სტილში. როგორც ვიცით Toughbook სერიის ნოუთბუქები ცნობილია მისი გამძლეობით და სამხედრო სტანდარტების მხარდაჭერით. ამ შემთხვევაშიც ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი უშიშარი მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ დაგივარდეთ და ჩვეულებრივად აიღოთ, რომელიც დასველდება და უბრალოდ გაშრება, რომელიც აიტანს მტვერს და ტალახს. მოკლედ მოწყობილობა იმათთვის ვისაც უყვარს მოგზაურობა და ექსტრემალური პირობები ან უბრალოდ უნდა ქონდეს ყველაზე საიმედო ანდროიდ ტაბლეტი.

ტექნიკური მონაცემები:

MIL-STD-810G და IP65 სერტიფიკატი

ოპ. სისტემა – Android™ 3.2 Honeycomb

ორ ბირთვიანი პროცესორი – 1.2 GHz ჩაშენებული აპარატული უსაფრთხოებით

მზის შუქზე კითხვადი 10.1 დიუმიანი XGA LED ეკრანი გაფართოებით 1024×768

 

 

მუტი-თაჩ ზედაპირი და დიგიტაიზერი.

1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 16 გიგაბაიტი ფლეშ სივრცე

პორტები: Micro-USB 2.0, microSDHC, HDMI micro

ჩაშენებული 4G (WiMax, LTE) ან 3G მობილური ბროუდბენდი (დამატებით)

Wi-Fi დაშვების როუტერი, GPS მიმღები (სატელიტური), Bluetooth®

2 მეგაპიქსელი (წინა, ვებ-კამერა)

5 მეგაპიქსელი (უკანა, ავტო ფოკუსითა და LED გაელვებით)

Li-Ion აკუმულატორი (33.9 Wh)

წყარო: Panasonic