ყველაზე სწრაფი ვიდეო კამერა მსოფლიოში საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ შუქის ულტრამოკლე იმპულსის მოძრაობას ერთ-ლიტრიან ბოთლში, ისევე, როგორც ჩვეულებრივი სწრაფი კამერები გვაჩვენებენ ტყვიის გავლას ვაშლში.

უნიკალური სისტემა რამეშ რასკარმა(Ramesh Raskar) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და მისმა თანამშრომელმა Camera Culture ლაბორატორიიდან ბევენდი ჯგუფთან ერთად შექმნა.

რასკარი ცნობილია მრავალი შთამბეჭდავი ექსპერიმენტით. მათ შორის აღსანიშნავია კამერა რომელიც კუთხიდან იღებს. ახალი ექსპერიმენტიც წინამორბედების ელემენტებისაგან შედგება და იყენებს შუქთან მუშაობის მსგავს მეთოდებს.

დასაწყისისთვის დავტკბეთ იმით, თუ როგორ გადაურბენს სფერული ტალღის ფრონტი იმპულსური ლაზერისგან მეცნიერების მიერ დადგმულ ნატურმორტს. ყოველი ამგვარი რგოლი სცენას სინათლის სიჩქარით უვლის, თუმცა შენელებულ რგოლში ის უბრალოდ მიცოცავს.

ექსპერიმენტატორები ახალ სისტემას Trillion FPS Camera-ს უწოდებენ. მართალია საქმეში ეფექტური დრო ყოველი კადრის ექსპოზიციისთვის შეადგენს 1,71 პიკოწამს (წამის მეტრილიონედ ნაწილს) ამიტომაც აპარატი სინათლის გადაადგილებას აჩვენებს “სულ რაღაც” 0,58 ტრილიონი კადრით წამში. მაგრამ ამგვარი დამრგვალება კამერის შემქმნელებს ნამდვილად ეპატიებათ 🙂

შედარებისთვის, ამის წინამორბედი მსგავსი დანიშნულების კამერე მუშაობდა 6 მილიონამდე კადრით წამში.

რასკარის გადაღების მეთოდი მუშაობს ჩვეულებრივ სინათლესთან, ლაზერი აქ არა კოჰერენტულობისთვის გამოიყენება, არამედ ულტრამოკლე გაელვებისთვისაა საჭირო.

მსგავსი კამერით მიღებული გამოსახულება მიიღება ორ განზომილებიანი სახით, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი განზომილება არის სივრცითი ხოლო მეორე ეს არის დრო.

სცენის მთლიანი ფიქსირებისთვის, გამომგონებლებმა გამოიყენეს მბრუნავი სარკე, რომელსაც კამერის ჭრილი ახალ ხაზებზე გადაყავს.

სრული რგოლის გადასაღებად საჭიროა სარკის მილიონჯერ მობრუნება. იმისათვის, რომ შემდგომში ეს ყველაფერი გაერთიანდეს, საჭიროა ზუსტი სინქრონიზაცია ლაზერის იმპულსებსა და დეტექტორს შორის, რაც პიკოწამის სიზუსტით ხორციელდება.

გთავაზობთ ვიდეო რგოლების სერიას, რომელიც მეცნიერებმა წარმოადგინეს