გასული წელი ძალიან მდიდარი იყო ჩემი საყვარელი პლატფორმის სიახლეებით, გამოვიდა უამრავი სმარტფონი თუ პლანშეტი. კომპანიებმა გამოუშვეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები და წარმოადგინეს მომავალი წლის გეგმები. ამ სტატიაში მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო 2011 წლის ყველაზე ბრწყინვალე ანდროიდ მოწყობილობებზე და სიახლეებზე.

1. Galaxy Nexus

მიმდინარე წლის ყველაზე ნათელ რელიზად თამამად შეიძლება ჩავთვალოთ Google-ის მიერ მისი მომდევნო თაობის ფლაგმანის წარმოდგენა. ის უკვე თითქმის ყველგან არის გაყიდვაში და მალე ჩვენს დახლებზეც ვიხილავთ.
ეს არის პირველი სმარტფონი Google Android 4 (ICE Cream Sandwich) ოპერაციული სისტემით. უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენს მინი განხილვაში.

2. Android 4.0 Ice Cream Sandwich

წლის უმთავრეს პროგრამულ სიახლედ მხოლდ და მხოლოდ Android 4-ის გამოსვლა შეიძლება დავასახელოთ, რომლის კოდური დასახელებაცაა Ice Cream Sandwich. ეს იყო ყველაზე მოსალოდნელი და მნიშვნელოვანი განახლება Android-ის ისტორიაში და მან ყველა მოლოდინი გაამართლა წინა ვერსიებთან შედარებით. სისტემა გადავიდა განვითარების ახალ საფეხურზე და სხვა კონკურენტი სისტემებისგან განსხვავებით არსებულ აპარატულ ბაზაზე უფრო სწრაფი და ოპტიმიზებული გამოვიდა, რაც თითქმის არც ერთ მობილურ პლატფორმაზე არ მომხდარა არასდროს.

3. Samsug Galaxy S II

წლის პირველი სერიოზული ანდროიდ მოწყობილობა, რომელიც დღემდე რჩება ჩემი და ყველა ანდროიდის მოყვარულის ოცნებად. მას აქვს Super Amoled Plus ეკრანი და გამოშვების დროისთვის ყველაზე მძლავრი ARM პროცესორი ორი ბირთვით. ეს არის კომპანია Samsung-ის ფლაგმანური სმარტფონი, რომლის ანალოგი ჯერ არც-ერთ კომპანიას არ გამოუშვია.

4. Samsung Galaxy Note

ეს არის კომპანია Samsung-ის კიდევ ერთი ჰიტი, რომელზეც დავა დღემდე მიმდინარეობს რევიუვერებს შორის. ვერავის გაურკვევია ტელეფონია თუ პლანშეტი, იმიტომ, რომ მას უზარმაზარი ეკრანი აქვს და ისედაც დიდი Galaxy S II-ის შემდეგ მისი ეკრანი ბევრს დისკომფორტს უქმნის და ბევრს ის ძალიან საჭირო და მოხერხებული მიაჩნია. მას ასევე აქვს სტილუსი, რაც მას ამ კლასის მოწყობილობებში უნიკალურობას ანიჭებს. ტექნიკური მონაცემებით ეს მოწყობილობა არაფრით ჩამოუვარდება მის უმცროს ძმას მაგრამ უფროს ძმებთან შედარებით ღირსეულად ასრულებს ყველა მასზე დაკისრებულ პლანშეტურ დავალებას.

5. Motorola Droid Razr

Motorola-ს პასუხი Samsung-ს, მე ასე შევაფასებ ამ მოწყობილობას. ეს გახლავთ აპარატული მონაცემებით უძლიერესი სისტემა თავის კლასში, მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ყველა კონკურენტს და რაც მთავარია მას უშვებს კომპანია, რომელმაც გამოიგონა მობილური ტელეფონი, რომელსაც ქონდა ყველაზე გამძლე და მუშა ტელეფონები წარსულში და დღეს მან ეს ტრადიცია ახალი ოპ. სისტემით გააგრძელა.

6. HTC Sensation XE

 მსოფლიოში პირველი ანდროიდ სმარტფონის მწარმოებლისაგან გასაკვირი არ არის მაღალი დონის მოწყობილობის გამოშვება, მაგრამ Sensation XE-მ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ის გვთავაზობს ახალ განზომილებას მობილური მულტიმედია შესაძლებლობების ბაზარზე. Beats Audio-ს მიერ წარმოებული აუდიო ინტერფეისითა და საფირმო ყურსასმენებით ჩვენს წინაშეა მელომანებისთვის ყველაზე სასურველი Android სმარტფონი შესანიშნავი SLCD ეკრანითა და სხვა აპარატული მონაცემებით. არ დაგავიწყდეთ HTC Sense არის ჩემი აზრით ყველაზე მოხერხებული სამომხმარებლო ინტერფეისი “უხსოვარი” დროიდან მოყოლებული 🙂

7. Samsung Galaxy TAB 10.1

კიდევ ერთი Samsung-ის მოწყობილობა Android-ის მართვის ქვეშ, რომელმაც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პლანშეტების ბაზარზე. ეს არის Apple-ის მიერ ყველაზე საშიშ კონკურენტად მონათლული პლანშეტი, რომლის წინააღმდეგაც უამრავ სასამართლოში იქნა შეტანილი სარჩელი და რამოდენიმე ქვეყანაში მისი გაყიდვებიც კი აიკრძალა. მაგრამ დღეს ის ყველგან იყიდება და სამართლიანადაც 🙂 ეს ხომ საუკეთესო პლანშეტია მსოფლიოში, და ის iPad-ის მერე ყველაზე გაყიდვადია.

8. HTC Flyer

HTC Flyer არის პირველი Android პლანშეტი რომელსაც აქვს სტილუსი რაც მას უნიკალურობას ანიჭებს. ეს არის პლანშეტი რომელიც გამოვიდა მანამ სანამ Google გამოუშვებდა Android 3.0-ს პლანშეტებისთვის. მან მიუხედავად არაპლანშეტური ოპ. სისტემისა შეასრულა ყველა ტაბლეტ ფუნქცია, რისთვისაც ის ჩვენს რეიტინგში მოხვდა სრულიად დამსახურებულად.

9. Motorola XOOM 2

მეორე თაობის Xoom 2 პლანშეტი კომპანია Motorola-გან, რომელიც არის მისი წინამორბედის ღირსეული გაგრძელება. ეს არის პლანშეტი, რომლის დამზადებაშიც მონაწილეობას იღებდნენ NASA-ს ინჟინრები და მისი აპარატული მონაცემები, კორპუსი და პროგრამული ინტერფეისი აბსოლუტურად შეესაბამება ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს.

10. Kindle Fire

შეუძლებელია შემაჯამებელ განხილვაში არ მოხვედრილიყო Amazon-ის შესანიშნავი Android პროდუქტი, რომელმაც გაყიდვებში ძალიან დიდი წარმატება უჩვენა. ეს გახლავთ Kindle Fire. 7 დიუმიანი რიდერი, გაფართოებული მულტიმედია შესაძლებლობით და Amazon-ის ყველა სერვისის მხარდაჭერით, რაც კონტენტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიბლიოთეკას მოიცავს მთელს მსოფლიოში.

წლის განხილვაში არ შევიდა უამრავი მოწყობილობა სხვა სერიოზული მწარმობლებისგან, როგორიცაა Sony Ericsson და LG, Toshiba და Acer, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, მათი პროდუქტები არ არის ისეთი მძლავრი და დახვეწილი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობები.

 და ბოლოს ოფიციალური საახალწლო მილოცვა Android-ის გუნდისგან: