Android პლატფორმისათვის Google Chrome-ის გამოსვლას რობოტის პირველი ვერსიიდანვე ველოდებოდი, მაგრამ ლოგიკურია, რომ თანამედროვე სმარტფონების აპარატული პლატფორმის გაძლიერებამდე ამის შესაძლებლობა ნაკლები იყო. აი დადგა დრო, როცა სიკეთის კორპორაციამ გამოუშვა ნანატრი ბრაუზერის მობილური ვერსია. მოლოდინი გამართლდა იმაშიც, რომ ის Android 4.0 Ice Cream Sandwich-თვის გამოვიდა მხოლოდ.

Android-ის სტანდარტული ბრაუზერები მე-2 და მე-3 ვერსიის პლატფორმებზე არც ისე ცუდია, მაგრამ ყველას უნდოდა ქრომი, რომელიც იქნებოდა უფრო სწრაფი, ლამაზი, შეძლებდა სინქრონიზაციას დესკტოპთან და ა. შ.

მისი ინსტალაცია მე ჩემს Galaxy Note-ზე დავაპირე მაგრამ წინ ორი წინააღმდეგობა მელოდებოდა. პირველი ის გახლავთ, რომ Samsung-ს ჯერ არ გამოუშვია ოფიციალური 4.0 ვერსია ჩემი სმარტფონისთვის და მეორე ის, რომ ბეტა ვერსიის დაყენება შეუძლებელია საქართველოდან. პირველი პრობლემა მოგვარდა გამოჭონილი ბეტას საშუალებით რომელიც დიდი გაჭირვებით მაგრამ მაინც დავაყენე ჩემს Note-ზე დანარჩენი კი Market Enabler-მა დაასრულა, ამერიკული მარკეტის გასაღების მითითებით.

ქრომი პლანშეტზე გამოიყურება როგორც დესკტოპ ბრაუზერი. სმარტფონზე ის თითქმის იგივეა, მაგრამ აქვს გარკვეული თავისებურებებიც. თუ პლანშეტურ ვერსიაში ყველა ჩანართი ზედა პანელში უკვე ჩანს, სმარტფონზე მოგვიწევს მარჯვენა ზედა კუთხეში გადამრთველ ღილაკზე დაჭერა.

მისამართის ველი ისევე, როგორც სამაგიდო ვერსიაში საძიებო მოთხოვნის შესაყვანადაც გამოდგება, რომელიც ავტომატურად შემოგვთავაზებს შესაბამის ფრაზებსაც.

ჩანართებს შორის გადაადგილებისთვის სავალდებულო არ არის მენიუთი სარგებლობა. არის სპეციალური ჟესტები იმისათვის რომ გადავფურცლოთ ჩანართები უფრო კომფორტულად. იმისათვის რომ გადავიდეთ შემდეგ ან წინა ჩანართზე ხელი საკამარისია გადავუსვათ ხელი სასურველი მიმართულებით ეკრანს ერთი ბოლოდან მეორემდე.

მენიუს ღილაკზე დაჭერით გამოდის მენიუში სადაც შეიძლება ახალი ჩანართის ან ინკოგნიტო ჩანართის გახსნა, გადავიდეთ სანიშნებში, სხვა მოწყობილობებზე გახსნილ ჩანართებში, გავაზიაროთ ბმული, ვეძიოთ გვერდზე, გამოვიძახოთ დახმარება და რა თქმა უნდა შევიდეთ პარამეტრებში.

ჩანართებში ყველაფერი მარტივად და გასაგებად არის ნაჩვენები, მაგრამ მათთვის ვინც არ იცის: ჩვეულებრივი ჩანართი მუშაობს სტანდარტულ რეჟიმში და იმახსოვრებს შეყვანილ მისამართებს, რეკვიზიტებს, პაროლებს და ა. შ. ინკოგნიტო რეჟიმში კი ჩანართის დახურვისთანავე ეს ინფორმაცია ნადგურდება, რაც მოსახერხებელია, როცა გვინდა თუნდაც თქვენმა მეგობარმა ისარგებლოს სმარტფონით ისე, რომ არ დატოვოს თავისი რეკვიზიტები თქვენს პროფილში.

ყოველი ცარიელი ჩანართი ჩვეულებრივ შევსებულია ხშირად გახსნილი საიტების მინიატურებით. თუ ყოველ დღე შემოდიხართ go.ge-ზე მაშინ ის ავტომატურად გამოჩნდება მინიატურებში საიდანაც ერთი შეხებით გადახვალთ დამახსოვრებულ ბმულზე.

ერთდროულად გახსნილი ჩანართების რაოდენობა თეორიულად შეუზღუდავია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც არ უნდა ძლიერი სმარფონი გვქონდეს მას შეზღუდული მოცულობის ოპ. მეხსიერება აქვს :-). ქვემოთ მოცეულ ანაბეჭდზე ჩანს, თუ რა კომფორტულად გამოიყრება ჩანართების გვერდი მობილურ ქრომში.

რაც არ უნდა დავამატოთ ჩვენს სამაგიდო ბრაუზერს სანიშნებში ის იმავდროულად ჩვენი მობილური ქრომის სანიშნებშიც გამოჩნდება.

სამაგიდო ბრაუზერთან ჩანართების სინქრონიზაციის გარდა მას შეუძლია თითქმის რეალურ დროში (დამოკიდებულია ქსელზე) მოახდინოს გახსნილი გვერდების სინქრონიზაციაც. წარმოიდგინეთ: ზიხართ კომპიუტერთან და კითხულობთ საინტერესო სტატიას და გაგახსენდათ, რომ გაგვიანდებათ შეხვედრაზე, თუმცა სტატიის კითხვაც გინდათ დაასრულოთ. ჩვეულებრივ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა ბმულის კოპირება და რაიმე საშუალებით მისი გადატანა ტელეფონში (მაგ. ელ-ფოსტით) ახლა უკვე საკმარისია გაუშვათ მობილური ბრაუზერი სადაც სიაში ნახავთ კომპიუტერს რომლის ქრომშიც გახსნილი ჩანართების ჩამონათვალიგახდება თქვენთვის ხელმისაწვდომი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.

პარამეტრების პანელი იწყება პირველ რიგში აუტენტიფიკაციით და სინქრონიზაციით. შემდეგი არის საძიებო სისტემის ამორჩევა (Google, Yahoo, Bing).

არხის გამტარუნარიანობაში იგულისხმება გვერდების წინასწარი ჩატვირთვის პარამეტრები, მხედველობაშია საიტის წინასწარ ჩატვირთვა სანამ დავასრულებთ მისი სახელის აკრეფას.

ამის გარდა არის ტექსტური ფორმების ავტომატური შევსების და პაროლების შენახვის პარამეტრები.

ასევე არის დამატებითი ოფციები სადაც შეიძლება ისტორიის გასუფთავება, პრივატულობის და კონტენტის პარამეტრების შეცვლა.

Google-მა ამ ნაბიჯით ჩემი კიდევ ერთი ოცნება აასრულა, მაგრამ  ცუდია, რომ ის არ გამოვა იმ სმარტფონებისთვის, რომლებიც არ განახლდება Android 4.0 ვერსიამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მასში არ არის Adobe Flash-ის მხარდაჭერაც, თუმცა იმაედია ის შემდგომ ვერსიებში გამოჩნდება. Chrome-ის მობილურმა ვერსიამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი WiFi ქსელებში მუშაობისას მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა მობილური ინტერნეტით მუშაობის რეჟიმმაც. ბეტა ვერსიის კვალობაზე Google-მა შესანიშნავი პროდუქტი შემოგვთავაზა, დაველოდოთ რელიზს, რომელიც აუცილებლად გამოვა უფრო მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობებით.