როგორც იქნა ალფა სტადიიდან ბეტაში გადავიდა BlueStack App Player. ამ პროგრამას შეუძლია 450 ათასზე მეტი Android პროგრამების გაშვება Windows XP და Windows 7-ზე. პროგრამის უმთავრესი კომპონენტია LayerCake რომელიც საშუალებას იძლება x86 მანქანებზე გავუშვათ ARM აპლიკაციები აპარატული გრაფიკული აჩქარების ჩათვლით. პროგრამის ინტერფეისი უკვე 10 ენაზეა და რა თქმა უნდა აქვს პირდაპირი წვდომა  პროგრამების ბაზარზე. მოკლედ უკვე შესაძლებელი გახდა Angry Birds-ის Android ვერსიის გაშვება Windows-ზე.

წყარო: Engadget BlueStacks