კომპანია Google-მა განაცხადა, ონლაინ სერვისის, Google Drive-ის გამოშვების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, უფასო ქსელურ საცავს სთავაზობს, ინტერნეტ სერვერებზე.

ახალი სერვისის გამოყენება შესაძლებელია, Windows-ის და Mac OS X -ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე, პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, ასევე Android სმარტფონების გამოყენებით (ახლო მომავალში იგეგმება iOS მხარდაჭერა). შენახულ ფაილებთან წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადგილიდან.

Google მომხმარებლებს სთავაზoბს 5გბ უფასო სივრცეს. დამატებითი მოცულობისთვის არსებობს ფასიანი ანგარიშები.

ფასების ცხრილი:

25 გბ-ის ფასი არის 2,49 დოლარი, ერთი თვის განმავლობაში,

100გბ — 4,99 დოლარი,

1ტბ — 49,99 დოლარი.

ფასიან მომხარებლებს Google სთავაზობს, Gmail-ის, 25 გბ მოცულობის საფოსტო ყუთს . მოცემულ მომენტში, სერვისი, მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=wKJ9KzGQq0w[/youtube]

წყარო: Google