კომპანია LG Electronics-მა ევროპულ ბაზარზე დააანონსა «გუგლფონი» Optimus True HD LTE (მოდელი P936) მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით.

მობილურ აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი დისპლეი IPS-მატრიცით; ეკრანის გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (ფორმატი 720p). არის ორი კამრა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესალებლობის მხარდაჭერა.

სმარტფონი აღჭურვილია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორით ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერებით და ასევე სტანდარტული სენსორების კრებულით.

ოპ. სისტემა — Android 2.3 Gingerbread; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე (Ice Cream Sandwich).

პირველად სიახლე გამოჩნდება გერმანიის ბაზარზე; ხოლო შემდეგ დაიწყება გაყიდვები სხვა ქვეყნებშიც. ინფორმაცია მოწყობილობის ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: SlashGear