კორპორაცია Micrososft, პროექტ Skype for Browsers–ის შესაქმნელად, ახალ თანამშრომლებს ეძებს. შესაბამისად გამოქვეყნდა ოთხამდე ოფიციალური განცხადება, რომელიც ახალი კადრების შერჩევას ითვალისწინებს.

ვაკანსიის მოკლე აღწერა შემდეგნაირად ჟღერს: რედმონდულ კომპანიას ესაჭიროება პროგრამისტები, რომლებიც ფლობენ HTML5–ის პროგრამულ ენას. ახალ თანამშრომლები იმუშავებენ Microsoft-ის ოფისებში — ლონდონსა (ინგლისი) და პრაღაში (ჩეხეთი).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-ს დაგეგმილი აქვს, Skype-ის ვებ ვერსიის გამოშვება. პროგრამული კლიენტის, ან დამატებითი პროგრამული კომპონეტების დაინსტალირება ვებ ბრაუზერში აუცილებელი არ იქნება. გამოსვლის თარიღი ჯერ ჯერობით არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა, ინტერნეტ-სატელეფონო კომპანია, Skype 2011 წლის მაისში 8,5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს გარიგება ყველაზე მასშტაბური გახლავთ, ბილ გეითსის კომპანიის 36 წლიანი ისტორიის მანძილზე. ასევე, 2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, Skype-ში დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ, 660 მილიონს გადააჭარბა.

წყარო: Ars Technica