IDC-ს გამოთვლებით, 2011 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 491,4 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, რაც 61,3%-ით მეტია 2010 წელთან შედარებით, როდესაც ბაზრის მოცულობა შეფასებული იყო 304,7 მილიონი ერთეულით.

Credit Suisse-ს ანალიტიკოსების აზრით, 2012 წელს, 687,9 მილიონი სმარტფონი გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბაზრის მოცულობა მილიარდს გადააჭარბებს და 1,05 მილიარდს მიაღწევს.

2011 წლისთვის, სმარტფონების გაყიდვების უმსხვილესი რეგიონი აშშ გახდა, საერთო გაყიდვების 21,3%-ით (104,7 მილიონი ერთეული). მეორე ადგილი ჩინეთმა დაიკავა, რომლის საერთო გაყიდვების წილმა  18,2% (89,4 მილიონი ერთეული) შეადგინა.

უახლოეს წლებში, საგრძნობლად გაიზრდება სმარტფონებზე მოთხოვნა განვითარებულ ქვეყნებში. გაყიდვების ზრდა ხელს შეუწყობს, ბაზარზე ბიუჯეტური სმარტფონების გამოჩენას, რომელთა ღირებულება 200 დოლარზე ნაკლები იქნება.

წყარო: reuters.com