Canalys-ის სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას, სამაგიდო კომპიუტერების, ნოუთბუქების, ნეთბუქების და პლანშეტების რეალიზაციის შესახებ. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბოლო სამი თვის მანძილზე, 107 მილიონი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მოწყობილობა გაიყიდა, რაც 21%-ით აღემატება, პირველი კვარტლის გაყიდვებს.

პორტატულ კომპიუტერებზე მოთხოვნა, 11%-ით არის გაზრდილი, პერსონალურ კომპიუტერების გაყიდვებმა, 8%-ით იმატა. მომხმარებელთა ინტერესმა ნეთბუქებისადმი, 34%-ით იკლო.

სამომხმარებლო კომპიუტერული მოწყობილობების სეგმენტში, ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი Hewlett-Packard გახდა. კომპანიამ 15,84 მილიონი კომპიუტერის და პლანშეტის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 14,8%-ს შეადგენს.

მცირე მაჩვენებლით ჩამორჩა კომანია Apple, რომელმაც 15,80 მილიონი კომპიუტერი და პლანშეტი გაყიდა.

ყველაზე მსხვილ მიმწოდებელთა ხუთეულში შედიან, Lenovo, Acer და Dell.

Canalys-ის განცხადებით, პლანშეტების გაყიდვებმა 200%-ით იმატა, მოცემული მოწყობილობების გაყიდვები სამომხმარებლო ბაზარზე, საერთო გაყიდვების 19% შეადგენს.

წყრაო: Canalys