სმარტფონი Samsung Galaxy S III, რომლის გარშემოც იყო უამრავი საუბრები, ჭორები და ინფორმაციის გაჭონვები, წუხელ იქნა ოფიციალურად წარმოდგენილი ლონდონში. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ ეს აღმოჩნდა სენსორული მონობლოკი ერთი აპარატული ღილაკით და ორი სენსორით ეკრანის ქვეშ (რაც Samsung-ის გუგლოფონებისთვის ჩვეულებრივი ამბავია) Super AMOLED ეკრანის დიაგონიალი 4,8 დიუმს შეადგენს და მისი გარჩევადობა HD 720p ანუ 1280×720 წერტილია. კამერის მატრიცა 8 მეგაპიქსელიანია და ეს ყველაფერი იმართება Android 4.0 ოპ. სისტემით. სმარტფონის გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს ოთხ ბირთვიანი Samsung Exynos პროცესორი.

Samsung Galaxy S III გამოირჩევა მთელი რიგი ჭკვიანური დეტალებით, რომელიც მომართულია მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ. მასში რეალიზებულია ფუნქცია S-Voice, რომელიც არის ხმოვანი მართვის სისტემა.კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია არის Smart stay. რომლის დახმარებითაც 2-მეგაპიქსელია წინა კამერა უთვალთვალებს მომხმარებელს და განსაზღვრავს თუ როდის კითხულობს ის წიგნს ან ათვალიერებს ვებ-გვერს. ამ მომენტში ეკრანის განათებულობა ერთ დონეზე ნარჩუნდება, იმიტომ, რომ არ გადაიღალოს თვალები.მესამე გალაქტიკას აქვს კიდევ რამოდენიმე პროგრამული ფუნქცია: თუ ვკითხულობთ SMS შეტყობინებას ან ვუგზავნით ვინმეს საკმარისია ტელეფონი ყურთან მივიტანოთ, რომ ავტომატურად განხორციელდეს ზარი. საკმარისია ტელეფონი ავიღოთ ხელში, სისტემა ვიბრაციის საშუალებით შეგვატყობინებს გამოტოვებული მოვლენებსი შესახებ.

S Beam ფუნქცია (Google-ის ცნობილი Android beam ტექნოლოგიის განვითარებული ვარიანტი) საშუალებას იძლევა გავაზიაროთ მულტიმედიური კონტენტი ერთი სმარტფონიდან მეორეზე უბრალო შეხებით. ფუნქცია Buddy photo share-ს შეუძლია ფოტოგრაფიების ავტომატური გაგზავნა, მათთან ვინც კადრში მოხვდა AllShare Cast-ის საშუალებით და ფაილების გაზიარება AllShare Play-თი. ეკრანზე გამოსახული კადრი შეიძლება გამოვიტანოთ რამოდენიმე კომპიუტერზე, რომლებიც ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელშია.სმარტფონის ორივე კამერას შეუძლია ჩაიწეროს მაღალი ხარისხის ვიდეო. უმთავრესი კამერა გამოირჩევა ფოტოგრაფირების სისწრაფით. მასე მიყოლებით 20 კადრის გადაღება შუძლია. ამისთანა სერიის შემდეგ მომხმარებელს შულია აარჩიოს საუკეთესო კადრი და წაშალოს სხვა დანარჩენი. აპარატში არის NFC კავშირის მოდულია და Wi-Fi Channel Bondig რითაც აორმაგებს ქსელში ინფორმაციის გატარების სიჩქარეს.

 

საინტერესოა ისიც, რომ პრეზენტაციაზე დადასრურდა მარტში გავრცელებული ხმა იმის შესახებ, რომ სმარტფონსე ქნებოდა უმავთულო დამუხტვის საშუალება.

სმარტფონის ტექნიკური მონაცემები:

ოპ სისტემა: Android 4.0  Touchwiz Nature UX გარსით
ეკრანი: 4,8”, 1280х720, Super Amoled, Pentileპროცესორი: Samsung Exynos 4 Quadოპერატიული მეხსიერება: 1 გბ
მეხსიერება: 16/32/64 გბ + MicrosD + 50 გბ  Dropbox-ზეკამერა: 8 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსი, ფლეშ განათება, BSI, ვიდეოს ჩაწერა 1080pვებ კამერა: 1,9 მეგაპიქსელი, HD-ვიდეო ს ჩაწერა  30 კადრი წამში სიხშირით.კავში: 2G/3G/4G, Wi-Fi, Bluetooth 4.0, NFCნავიგაცია: GPS/ГЛОНАССსენსორები: პროგრამები, განათება, მიახლოება, გიროკომპასი, ბარომეტრი, ციფრული კომპასი.აკუმულატორი: 2100 მილიამპერი საათშიზომები: 136,6 x 70,6 x 8,6 მმწონა: 133г

ასევე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლები:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ImDnzJDqsEI[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=tIqLD1DPrfo[/youtube]

აქვე იხილეთ Samsung Unpacked 2012 live-ის ვიდეოჩანაწერი:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=gAh9frGNulY[/youtube]

წყაროები: SamsungThe Verge.