GSMARENA-ს სპეციალისტება ჩაატარეს აღნიშნული მოწყობილობის ტესტირება და თავიანთ ბლოგში გამოაქვეყნეს შედეგები, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ. I9300 Galaxy S III-ს აქვს 2100 მილიამპერიანი მონსტრი-აკუმულატორი, მაგრამ მისი 4.8 დიუმინაი HD Super AMOLED ეკრანი მაინც ეჭვქვეშ აყენებს მის ეფექტურობას.

ასევე საინტერესოა იმის ნახვაც თუ როგორ მუშაობს Exynos 4212 Quad ჩიპსეტი. მას არა აქვს კომპანიონი ბირთვი, რომ დაბალი სიმძლავრის მომთხოვნი ამოცანები შეასრულოს, მაგრამ მისი ოთხივე ბირთვი არის Cortex-A9 პროცესორები 32 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, რითაც უზრუნველყოფილია ენერგიის უფრო მეტად დაზოგვა.

რა თქმა უნდა ტესტირება დაიწყო 3G საუბრის დროით სადაც მესამე გალაქტიკამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. გამორთული ეკრანით მან იმუშავა 10 საათი და 20 წუთი განუწყვეტელი საუბრის რეჟიმში ერთი დამუხტვით.

 

ცნობილია, რომ თეთრი ფერის შემცველი ვებ-საიტები ყველაზე მეტად მოიხმარენ AMOLED-ეკრანის ენერგიას და ტესტერებს არც კი წარმოედგინათ, რომ ის ჩააბარებდა ამ ტესტსაც. ამ რეჟიმში მან იმუშავა 5 საათი და 17 წუთი, რომელიც საშუალო მონაცემია დღევანდელ სმარტფონებს შორის. ეს არ არის ფლაგმანის მაჩვენებლები მაგრამ უკეთესია ვიდრე მოველოდით განაცხადეს სპეციალისტებმა.

საბოლოოდ ჩატარდა ვიდეოს გაშვების ტესტი, სადაც კიდევ ერთი საოცარი შედეგი იქნა დაფიქსირებული. დაფიქსირებული შედეგების თანახმად ეს სმარტფონი ყველაზე კარგი თანამგზავრი იქნება ხანგრძლივი ფრენისას და მატარებლით მგავრობისას.

Samsung I9300 Glaxy S III ასევე მშვენიერი მოლოდინის რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა აღმოაჩნდა, რომელიც ამშვენებს მის მაღალ წარმადობას ინდივიდუალურ ტესტებში. ჩვენ მოგვიწევს მისი დამუხტვა 43 საათში ერთხელ თუ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გამოვიყენებთ 3G ზარს, ვიმუშავებთ ინტერნეტში და ვუყურებთ ვიდეოს.

წყარო: GSMARENA