კომპანია Dell-მა გამოსაშვებად გაამზადა ულტრაბუქები XPS 14 და XPS 15 ახალი თაობის Intel Ivy Bridge აპარატულ პლატფორმაზე. როგორც ცნობილია, პორტატული კომპიუტერები აღჭურვილია 4 ბირთვიანი მესამე თაობის  Core i7-ის პროცესორით და 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ნახსენებია კლავიატურა განათებით, HDMI და USB 3.0 ინტერფეისი და ასევე აკუმულატორული ელემენტი, რომელიც უზრუნვეკყოფს 8 საათამდე ავტომატურ რეჟიმში მუშაობას.

14-დიუმიანი მოდელის XPS 14-ის ეკრანს აქვს გარჩევადობაა 1600×900 პიქსელი. ულტრაბუქს აქვს მყარი დისკი მოცულობით 500 გბ და ფლეშ-მოდული 32 გბ-მდე; ასევე დისკეტური გრაფიკული ამაჩქარებელი nVidia GeForce GT 630M 1 გბ მეხსიერებით.

15-დიუმიანი ვერსიის აღწურვილობაში შედის 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი, SSD ტევადობით 256 გბ, ვიდეობარათი GeForce GT 640M 2 გბ მეხსიერებით და ოპტიკური მიმღები. დისპლეის გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი.

ულტრაბუქების ღირებულება იქნება 1300 დან 1500 დოლარამდე.

წყარო: PCWorld.