ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, Samsung გამოსაშვებად ამზადებს მეორე თაობის Galaxy Note-ს. ახლანდელი მოდელი Galaxy Note – კომპიუტერის და სმარტფონის ჰიბრიდი, რომლსაც გააჩნია ორ ბირთვიანი 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი, 5,3-დიუმიანი Super AMOLED სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი და 8 მეგაპიქსელიანი კამერა. აქვს თითებით და სპეციალური კალმით  S Pen-ით მართვის მხარდაჭერა; ოპერაციული სისტემა – Android, დამატებული საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისი TouchWiz.

მინი-პლანშეტის ახალი ვერსია, წინასწარი მონაცემებით, მიიღებს ოთხბირთვიან Exynos-ის პროცესორს და კამერას 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით. სენსორული ეკრანი შესაძლოა იყოს 5,3 დიუმი; ამასთან თავად მოწყობილობა გახდება უფრო თხელი და უფრო დიდხანს შეძლებს ავტომატურ რეჟიმში მუშაობას.

ჭორების თანახმად, მეორე თაობის Galaxy Note-ის ანონსი შესაძლოა შედგეს ოქტომბერში. დღესდღეისობით Samsung-მა მსოფლიო მასშტაბით მოახდინა, ამ ხაზის 7 მილიონზე მეტი მოწყობილობის რეალიზება.

წყარო: SlashGear.