ცნობილი გახდა Samsung-ის პირველი 55-დიუმიანი OLED-ტელევიზორის მახასიათებლები

Hardware Samsung

წლის ბოლომდე Samsung დაიწყებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრტყელ-პანელიანი ტელევიზორების გაყიდვებს, რომელიც არის ორგანულ შუქდიოდებზე (OLED). 55-დიუმიანი მოწყობილობის დემონსტრირება შედგა წლის დასაწყისში CES 2012-ის გამოფენაზე. მაშინ გვამცნობდნენ, რომ პანელი აღჭურვილია ჩაშენებული კამერით და მიკროფონებით, რისი მეშევეობითაც ტელევიზორს შეუძლია ჟესტებზე და ხმოვან ბრძანებეზე რეაგირება. მხარდაჭერილია ინტერნეტ-სერვისებთან და ვებ-აპლიკაციებთან მუშაობა.

ამჟამად ცნობილი გახდა სიახლის მთავარი ტექნიკური მახასიათებლები. მას გააჩნია კონტრასტი 150 000:1 და უზრუნველყოფს 124-პროცენტიან NTSC ფერების სივრცის აღქმას. მთლიანად თეთრი გამოსახულების დამუშავების დროს, სიმკვეთრე შეადგენს 150 კდ/მ²-ს; სიმკვეთრის მაქსიმალური მაჩვენებელი — 600 კდ/მ². მატრიცის განახლების სიხშირეა, 0,001 ან უფრო ნაკლები. წონა — 3,5 კგ, ხოლო პანელის სისქე — სულ რაღაც 1,6 მმ.

ტელევიზორს აქვს Smart Dual View ფუნქციის მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ერთდროულად ორი პროგრამის ნახვა (ხმა გამოდის ცალკ-ცალკე დინამიკების და ყურსასმენების საშუალებით).

სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება 9 500 დოლარად.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=wwBzSR6tqEY[/youtube]

წყარო: Tech-On!.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.