კომპანია Samsung-მა შეავსო «GooglePhone-ების» ხაზი მოდელით Galaxy R Style, რომელიც აღჭურვილია 4,3-დიუმიანი სენსორული Super AMOLED დისპლეით.

სმარტფონში გამოყენებულია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორი ორი გამომთვლელი ბირთვით (სავარაუდოდ, Qualcomm-ის ჩიპი Snapdragon S3). ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; ასევე არის სლოტი MicroSD-ბარათებისთვის.
სიახლეს აქვს 5-მეაპიქსელიანი მთავარი და 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა. გარდა ამისა, მოწყობილობას გააჩნია Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, NFC მიკროჩიპი, TV-ტუნერი და ასვე სტანდარტული სენსორების კრებული.
აპარატი შემოთავაზებულია GSM/3G/LTE ან GSM/3G/CDMA 1x/LTE ქსელების მხარდაჭერით. მისი ზომები შეადგენს 128×64,5×9,8 მმ-ს; კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 2 000 მა/სთ.
სმარტფონში დაინსტალირებული იქნება ოპ. სისტემა  Android 4.0 Ice Cream Sandwich საფირმო სამომხარებლო ინტერფეისით TouchWiz.
წყარო: Samsung.