კომპანია Sharp-მა დაიწყო ტელევიზორის Aquos LC-90LE745U გაყიდვები. მისი დიაგონალია 90 დიუმი (დაახლოებით 2,3 მეტრი!): ეს, როგორც მტკიცდება, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პანელი შუქდიოდური განათებით (LED). სიახლის გაარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (1080p), ხოლო დინამიკური კონტრასტი შედგენს 8 000 000:1-ზე. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად აღწევს 176˚-ს. აქვს ორი USB-პორტი და ოთხი HDMI-ბუდე.

ტელევიზორს გააჩნია 3D-კონტენტის მხარდაჭერა: მიწოდების კომპლექტში შედის ორი წყვილი სათვალე. ინტეგრირებული Wi-Fi ადაპტერის და სისტემის SmartCentral-ის საშუალებით მომხმარებლებს ექნებათ ვებ-წყაროებთან წვდომის საშუალება.

ჩაშენებული აუდიოსისტემა მოიცავს მძლავრ დინამიკებს სიძლიერით 20 ვტ და 15 ვტ-იან საბუფერს. ტელევიზორის სისქეა 12,7 სმ, ხოლო წონა – 64 კგ.

Aquos LC-90LE745U-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 11 000 დოლარად.

წყარო: Sharp.