კომპანია Apple-მა დაასახელა თანხის ის ოდენობა, რომლის მიღება მას Samsung-სგან სურს.

ვაშლების იმპერიის მტკიცებით, სამხრეთ კორეელების სმარტფონებში და პლანშეტებში თითქოს დაკოპირებულია iPhone-ს და iPad-ის დიზაინისა და ფუნქციონალის ელემენტები. Apple-ის აზრით, სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ სამსუნგმა შეძლო კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის სათავეში მოქცევა. რა თქმა უნდა Samsung ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აწარმოებს უნიკალურ პროდუქტს, კონკურენციის ხარისხის გაზრდის მიზნით.

ასეა თუ ისე, Apple საკუთარ დანაკარგებს 2,525 მილიარდ ამერიკულ დოლარად აფასებს. აქედან $2 მლრდ. — კომპენსაცია Samsung-ის „არაკანონიერი გამდიდრების“ გამო, $500 მლნ — არა საკმარისი მოგების მიღების გამო, დარჩენილი $25 მლნ, Apple-ის აზრით, სალიცენზიო დანახარჯებს უკავშირდება. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია Samsung იძულებული აანაზღაუროს „სოლიდური მატერიალური ზიანი“, რადგან „გადაწყვიტა კონკურენციის გაწევა, Apple-ის ინტელექტუალური საკუთრების დაკოპირებით“.

სამხრეთ კორეელების თქმით, ეპლი ცდილობს „კონკურენტუნარიანი გარემოს მოსპობას და საკუთარი ისტორიული მოგების შენარჩუნების მიზნით, მომხმარებლის შეზღუდვას არჩევანში“. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავად Apple-ს ბრალი ედება Samsung-ის მთელი რიგი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში, რომლის გარეშე კომპანია „ვერ შეძლებდა მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე წარმატებით გასვლას“.

საქმის განხილვა 30 ივლისს (სან-ხოსე, კალიფორნია, აშშ) დაიწყება.

წყარო: Reuters.