პლანეტის უმთავრესი სტრატეგიული სერიალის, Total War–ის შემქმნელი, ბრიტანული სტუდია The Creative Assembly, ახალ პროექტზე მუშაობს.

ცნობილი გახდა, რომ დამუშავების პროცესშია მორიგი სტრატეგია, Total War: Rome 2 (როგორც იქნა!), რომელიც მხოლოდ PC-ზე გამოვა. გამოსვლის საორიენტაციო თარიღი — 2013 წლის მეორე ნახევარი.

როგორც სათაურიდან ჩანს, ჩვენ გველოდება უძველესი რომი, სადაც ბოლოს 2004 წელს ვიყავით, როცა Rome: Total War გამოვიდა. Shogun 2–ის ვიწრო გეოგრაფიული ფოკუსისგან განსხვავებით, Rome 2 დაუბრუნდება იმპერიის მასშტაბურ მშენებლობას და უამრავი ქალაქ–სახელმწიფოების მართვას.

დეველოპერებს არც სერიის უმნიშვნელოვანესი ელემენტების რეალიზება გამორჩენიათ — მასშტაბური ბრძოლები, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული დანაყოფები, კომპიუტერული მოწინააღმდეგის ღირსეული და ტაქტიკური სვლები. გარდა ამისა, მოსალოდნელია გმირების პირადი ისტორია და საინტერესო ისტორიული მოვლენების დემონსტრაცია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი საუკუნიდან დაიწყება თამაში, თუმცა პრეზენტაციის დროს უჩვენეს კართაგენის დაცემა, მესამე პუნიკური ომის დროს (149–146 ძვ.წ).

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=oKglskMfyWA[/youtube]

წყარო: Eurogamer