Apple – Samsung-ის სასამართლო საქმის შემდეგ, სადაც Apple-მა გაიმარჯვა ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ის თუ როგორ მოახერხა Google-მა Android ოპ. სისტემის და თავისი მოწყობილობების გამოშვება პატენტებზე გვერდის ავლით. Samsung-ის სადაო პროდუქცია მართლაც იყო შთაგონებული Apple-ის დიზაინით რაც აპარატულ და პროგრამულ მხარეს შეეხო.

 

Google-ის აპარატურა: Nexus

ზოგიერთმა მკითხველმა შეიძლება თქვას, რომ Google არ აწარმოებს ამ მოწყობილობებს და მართალიც იქნება, თუმცა მისი როლი ძალიან დიდია აპარატული მხარის დამუშავებაში და რა თქმა უნდა Apple-ის პატენტების გვერდის ავლაში დიზაინის საკითხებში.

Nexus One

ეს იყო კოლაბორაციული პროექტი Google და HTC-ის შორის, ის მშვენიერი იყო. 3.7 დიუმიანი ეკრანი, ის უფრო დიდი იყო iPhone-ზე მაგრამ მისი უნიბოდი დიზაინი და ფორმა არ იმეორებდა კონკურენტს. აპარატული ღილაკები მოცულობითი იყო და მას სამართავად ტრეკბოლიც ქონდა. Google-მა წარმატებით აუარა გვერდი Apple-ის დიზაინის მთავარ შტრიხს, მრგავალკუთხოვან მართკუთხედს.

Nexus S

Google-ის შემდეგი ნექსუსი იყო Samsung-თან კოლაბორაცია. როცა Samsung უშვებდა Galaxy S-ს, რომელიც არღვევდა პატენტებს, Google-მა გადაწყვიტა დაეტოვებინა ეკრანი ისეთივე როგორც სხვა Samsung-ებს ქონდა მაგრამ მისი ფორმა ოვალურად ჩაზნექილი გახადა. ასევე დატოვა კორპუსის ფორმა უცვლელი როგორც წინა მოწყობილობაში იგივე მოტივაციით. მათ იცოდნენ, რომ თავი შორს უნდა დაეჭირათ  iPhone-ის დიზაინისგან და ეს შესანიშნავად გამოუვიდათ.

Galaxy Nexus

როგორც ჩანს Google-ს მოეწონა Samsung-თან მუშაობა და მათი შემდეგი მოწობილობაც ამ მწარმოებელმა გამოუშვა. ეს უფრო წინა მოდელის ევოლუცია იყო. არ შეცვლილა არც ეკრანის არც კორპუსის ფორმა. ახლა Google-მა გადაწყვიტა უპირატესობა მის მხარეს ყოფილიყო და საერთოდ მოაშორა აპრატული ღილაკები და ის ოპ. სისტემაში გადაიტანა. ამ დროს Samsung-მა Galaxy S II გამოუშვა, რომელიც აგრძელებდა Apple-ის დიზაინის კოპირებას.

Nexus 7

Google-ის ოფიციალური Nexus პლანშეტი, რომელიც უკვე Asus-თან კოლაბორაციის შედეგია სრულიად სხვა სეგმენტში განხორციელდა ვიდრე Apple. მათ 7 დიუმიანი ბაზარი შეარჩიეს. ეს საკმარისზე მეტია, რომ თავი აარიდო მსგავსებაში ბრალდებას. ასევე მას განსხვავებული ეკრანის პროპორციები აქვს და ის აგრძელებს Galaxy Nexus-ის ევოლუციას და არა აქვს აპარატული მართვის ღილაკები.

Google-ის stock: Android ოპ. სისტემა

მწარმოებლებთან აპარატურაზე მუშაობის პარალელურად Google ავითარებდა მის ოპ. სისტემას ისე, რომ ინოვაციები შექონდა მასში სხვისი პატენტების დარღვევის გარეშე.

Lock Screen

ერთ-ერთი მთავარი არის ეკრანის ბლოკირება, რომელიც ხშირად იყო სასამართლო გარჩევის საგანი. ადრეულ Android-ში ეს იყო უშნო ნაცრისფერი მართკუთხედი და მომხმარებელს აპარატული menu ღილაკით უწევდა ეკრანის განბლოკვა.

Android 2.0 (Eclair)-ში მოხდა მისი ხელახლა შექმნა და ის რკალისებური მბრუნავი დისკის მსგავსი გახდა სადაც გამოსახული იყო განბლოკვისა და გაჩუმების ღილაკები.

Android 2.1-ში ის შეიცვალა ორი ერთმანეთის საპირისპირო სვაიპ ღილაკებით, რომელიც უნდა გადაწეულიყო მარცხნიდამ მარჯვნივ ან პირიქით, იკონები იგივე დარჩა.

Android 3.0 (Honeycomb)-ში ეს ყველაფერი საგრძნობლად შეიცვალა იკონა უკვე განბლოკვის ზონის ცენტრში მათავსეს და საჭირო იყო მისი ამ ზონიდან გატანა ნებისმიერი მიმართულებით.

Android 4.0 (Ice Cream Sandwich)-ში მოხდა მსგავსი ცვლილება მაგრამ აქ უკვე განბლოკვის გარდა დაემატა კამერასთან პირდაპირი წვდომის იკონა. 4.1 ვერსიაში მას დაემატა კიდევ ერთი Google Now ფუნქცია.

განვითარების ყოველ ეტაპზე Google ცდილობდა ინოვაციები კოპირების გარეშე მოეხდინა და მან ეს მოახერხა.

მცურავი სიები

Google-მა ეს პრობლემაც დელიკატურად მოაგვარა და პირველივე რედიზაინში 2.3 ვერსიაში სიის ბოლოში გასვლისას დაამატა უკუეფექტი. როცა სიის ბოლოში მოხვდებოდით შესაბამისი კიდიდან გამოანათებდა დინამიური სინათლის ეფექტი. ეს ყველა აპლიკაციაში ერთნაირი იყო დესკტოპისა და პროგრამების ბადის გარდა. პროგრამების ბადეში მათ გამოიყენეს 3D ლენტის ეფექტი და როცა მიაღწევდით ბოლს იკონები ავტომატურად დაუბრუნდებოდნენ საწყის ბადეს.

3.0 და 4.0 ვერსიებში შეიცვალა მიდგომა და პროგრამების ბადე დაიყო ჰორიზაონტალურ გვერდებად და მათი გადაფურცვლისას გამოყენებულია 3D tilt ეფექტი. ის უფრო დაემსგავსა დესკტოპს და უფრო კომფორტული გახდა. ამასთანავე ის შესამჩნევად განსხვავებულია Apple-ის დესკტოპისგან, რითაც თავი აარიდა სასამართლო გარჩევას.

დესკტოპი

სიების გარდა Google-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დესკტოპს. iOS-გან განსხვავებით Android-ს გაყოფილი აქვს დესკტოპი და აპლიკაციების სია. ამი გარდა მას დესკტოპზე არა მხოლოდ იკონები აქვს ვიჯეტებიც. Nexus 7-ში კი გამოიკვეთა ფართო და კონტენტზე ორიენტირებული ვიჯეტების ტენდენციაც. ვიჯეტების ზომა ცვლადია და ის ავტომატურად ერგება ზომას და სხვა იკონების განლაგებასაც დესკტოპზე.

როცა Google-მა პირველად გააკეთა საქაღალდეები ის ძალიან უშნო და ძნელად მოსახმარი იყო. ფოლდერის შემნის მერე საჭირო იყო მასზე დაჭერა, რომ დაგენახათ მისი კონტენტი. მას შემდეგ რაც Apple-მა შემოიტანა საქაღალდეების შექმნის ახალი მეთოდი (იკონების ერთმანეთზე გადატანით) Google-მა გადაწყვიტა ეს თავისებურად გაეკეთებინა და იკონების ისევ ცხრილში განთავსების ნაცვლად ისინი რგოლში მოათავსა, რომელიც დაჭერის შემდეგ იშდება 3D ეფექტით.

ძიება

Google როგორც პირველი ძიებაში აქაც ფრთხილად მოიქცა. პირველ Android მოწყობილობებში იყო გამოყოფილი ძიების ღილაკი, რომელიც პირდაპირ იძახებდა Google-ის საძიებო სისტემას დესკტოპიდან ან აპლიკაციების შიგნით. ასევე იყო ძიების ვიჯეტიც, რომელიც ერთდროულად ეძებდა როგორც ვებში ასევე აპლიკაციებშიც. Android 3.0 და  4.0 ვერსიებში Google-მა დაამატა მუდმივი ძიების ზოლი დესკტოპზე. ამ შემთხვევაში Apple-მა უკვე უჩივლა Google-ს და Galaxy Nexus-ის მოკლე ვადიან აკრძალვასაც მიაღწია ა.შ.შ-ს მასშტაბით.

Google-მა შესამჩნევად შეცვალა ძიება 4.1 ვერსიაში და წარმოადგინა ახალი პროდუქტი Google Now,  რომელმაც ძირეულად შეცვალა საძიებო ინტერფეისი ბარათებით სადაც გამოსახულია ამინდი, რუკები, ანგარიშები და უამრავი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი შეხსენება შესაბამისი საძიებო იმფორმაციით. მათ ასევე შეცვალეს ვებში და მოწყობილობაში ძებნის მექანიზმი Apple-ის პატენტების გვერდის ავლით. ასევე უპასუხეს Siri-ს მსგავსი მაგრამ უფრო სწრაფი ხმოვანი ძიებით და მოქმედებებით Google Now-ში.

რას ნიშნავს ეს მომავლისთვის

Google-ს უკვე აქვს მნიშვნელოვნად განსხვავებული და დიზაინით და დახვეწილობით გამორჩეული Android ოპ. სისტემა, მათთვის ადვილია პატენტების დარღვევის გარეშე განახორციელონ ინოვაციები. მწარმოებლებიც უნდა შეეცადნონ, რომ უფრო ნაკლებად შეცვალონ ოპ. სისტემის წყარო რაც პირველ რიგში გამოჩნდა HTC Sense-ის ახალ ვერსიებში, რომელიც ცდილობს ნაკლებად შეცვალოს და მოერგოს Android-ის სტანდარტულ სამომხმარებლო ინტერფეისს და იმედია სხვა მწარმოებლებიც მიბაძავენ მას.

Nexus

ჭორების თანახმად Google აპირებს მისი ახალი მოწყობილობების გამოშვებას წლის ბოლოსკენ. რა თქმა უნდა ის შეეცდება მისი პარტნიორები დაიცვას პოტენციალური საპატენტო გარჩევებისგან და მათ ყურადღებას გადაიტანს განსხვავებულ დიზაინზე და აპარატულ გაუმჯობესებაზე.

Motorola

როგორც ვიცით მათ უკვე შეიძინეს ამ კომპანიის მობილური ნაწილი და ძალიან მალე ალბათ ვიხილავთ ფრთხილად შესრულებულ აპარატულ პროდუქტებს უკვე Google-ის პირდაპირი შეკვეთით.

მომზადებულია TheVerge-ის მიხედვით.