Samsung Galaxy S Duos: „GooglePhone“ ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერით

Android Hardware Samsung

Samsung-ის სმარტფონების ხაზი შეივსო მოდელით Galaxy S Duos-ით (S7562), რომელიც არის Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის მართვის ქვეშ. აპარატში გამოყენებულია 1-გიგაჰერციანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM7227A გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 200-ით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის ტევადობაა 4 გბ. 4-დიუმიან სენსორულ დისპლეის გააჩნია 480×800 წერტილი გარჩევადობა.

კომუნიკატორს აქვს უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, წინა 0,3-მეგაპიქსელიანი და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და შუქდიოდური განათებით. ასევე არის, სლოტი MicroSD-ბარათებისთვის, MicroUSB-პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენების შესაერთებლად, აქსელერომეტრი, მიახლოვების სენსორი და ციფრული კომპასი. მოდელი განკუთვნილია GSM 850/900/1800/1900 მჰც და HSDPA 900/2100 მჰც ქსელებში გამოსაყენებლად; მხარდაჭერილია ორი სიმ-ბარათის დაყენება. მისი ზომები — 121,5×63,1×10,5 მმ, ხოლო წონა შეადგენს 120 გ-ს. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ.

Galaxy S Duos-ის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო:  GSMArena.com.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.