კომპანია Samsung-მა დაამზადა პლანშეტური კომპიუტერი ATIV Tab, რომელიც არის Windows RT-ს ოპ. სისტემის მართვის ქვეშ. სიახლე წარდგენილია IFA 2012-ის გამოფენაზე. მოწყობილობაში გამოყენებულია ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს. სენსორულ 10,1-დიუმიან ეკრანს გააჩნია 1366×768 წერტილი გარჩევადობა.

ATIV Tab-ს აქვს ფლეშ-სივრცე ტევადობით 32 ან 64 გბ გბ, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, NFC მიკროჩიპი, GPS-მიმღები და ორი კამერა (1,9-მეგაპიქსელიანი წინა და 5-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ავტოფოკუსით). ასევე არის, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, განათების სენსორი, USB 2.o პორტი და ბუდე ყურასმენების შესაერთებლად.

პლანშეტი იწონის 570 გ-ს, ხოლო მისი ზომები შეადგენს 265,8×168,1×8,9 მმ-ს. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 8 200 მა/სთ.

წყარო: Samsung.