Sony-მ დაამზადა მონობლოკის ტიპის სამაგიდო კომპიუტერი VAIO Tap 20, რომელიც აღჭურვილია 20-დიუმიანი სენსორული დისპელით. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ტრადიციულ დეკსტოპად ან საშინაო პლანშეტად. მეორე შემთხვევაში სპეციალური საყრდენი იძლევა მაგიდის ზედაპირზე PC-ის პარალელურად ან მუხლებზე განთავსების საშუალებას. მწარმოებლებმა გაითვალისწინეს ჩაშენებული აკუმულატორული ელემენტი, თუმცა არ დაუსახელბიათ მისი მოცულობა.

მაქსიმალური კონფიგურაციით, VAIO Tap 20-ს აქვს 2-ბირთვიანი პროცესორი  Intel Core i7-3517U ტაქტური სიხშირით 1,9 გჰც (იზრდება 3,0 გჰც-მადე Turo-რეჟიმში). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 ან 8 გბ-ს; მყარი დისკის ტევადობა — 750 გბ ან 1 ტბ. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს კონტროლერი Intel HD Graphics 4000; ეკრანის გარჩევადობა — 1600×900 პიქსელი (მხარდაჭერილია 10-წერტილიანი «მულტითაჩ» ინტერფეისი).

სხვა მახასიათებლები ასე გამოიყურება: Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 მოდულები, Gigabit Ethernet ადაპტერი, ქარდრიდერი, NFC მიკროჩიპი, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, ორი USB 3.0 პორტი და 2.1 ფორმატის აუდისისტემა. მონობლოკში შესაძლებელია დაყენებული იყოს ოპ. სისტემა Windows 8 ან Windows 8 Pro.

VAIO Tap 20-ის  წარდგენა მოხდა IFA 2012-ის გამოფენაზე; მისი გაყდვები დაიწყება ოქტომბრის ბოლოს.

წყარო: Sony.