ბოლო დროს გახშირდა ჭორები შემდეგი თაობის Android ოპ სისტემის შესახებ და ეს არა მხოლოდ ოპ. სისტემას ეხება, საუბარია სრულიად ახალ მიდგომაზე როგორ პროგრამულ ასევე აპარატურულ მხარეზე და ონლაინ სერვისებთან ინტეგრაციაზე. ეს პოსტი შეიცავს ჭორებს და სპეკულაციებს სხვა და სხვა ანდროიდ ინსაიდერებისგან. თუ არ გსურთ იცოდეთ არაფერი ახალი სისტემის შესახებ არ წაიკითხოთ ეს სტატია 🙂

ახალი Nexus პროგრამა

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ყველა მწარმოებელს შეუძლია აწარმოოს Nexus მოწყობილობა ან არსებული სმარტფონის ნექსუს ვერსია. ისინი მუშაობენ Google-თან აპარატურისა და დრაივერების სპეციფიკაციებზე, მაგრამ Google არის პასუხისმგებელი განახლებებზე. ტელეფონების სახელში არ იქნება Nexus-ის გამოყენების აუცილებლობა, ის იქნება იარლიყის მსგავსი რამ როგორიცაა მაგ. “HD Ready”

მოწყობილობებმა უნდა დაკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები. ამთ აუცილებლად უნდა ქონდეს ორიგინალური Android ოპ. სისტემა და უნდა შეეძლოს “Nexus Games” მოთხოვნების დაკმაყოფილება. ასევე უნდა ქონდეს NFC სენსორი რომ შესაძლებელი იყო ს Google Wallet სერვისით სარგებლობა.

ასევე არის კიდევ ორი საინტერესო მომენტი რის გამოც ღირს Nexus ბრენდის გამოყენება. Google Play გაფართოვდება მედია სტრიმინგის სერვისით და იქნება თამაშები, რომლებიც მხოლოდ Nexus-ზე იმუშავებს.

ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული მაგრამ საკმაოდ კარგად შეესაბამება უკვე დადასტურებულ ფაქტებს, როგორიცაა ის რომ Google მოუწოდებს მწარმოებლებს აქტიურად ჩაებან Nexus პროგრამაში. ასევე ისიც რომ მათ უნდა დააკმაყოფილონ Google-ის მოთხოვნები აპარატულ და პროგრამულ საკითხებშიც, რათა მიიღონ ახალი სერვისების და ფუნქციონალის მხარდაჭერა.

ახალი Customization Center

იქნება ახალი Customization Center, რომელშიც შესაძლებელი იქნება რინგტონების, ენის პაკეტების, ფონების, ლანჩერების და სხვა მრავალი რამის ამორჩევა. არაფერი რთლი, ეს ჩვეულებრივი თემების მსგავსი სერვისია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ Google Play-ს გავლით მოხდება. ასევე არის ახალი შაბლონების სიტემა რომელის საშალებითაც შესაძლებელი იქნება გრაფიკული ინტერფეისი კარდინალურად შეცვლა იმისთვის, რომ Instagram-ის მსგავსმა სპეციფიურმა პროგრამებმა იმუშაოს გამართულად.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, Google-მა საბოლოოდ მისცა მწარმოებლებს ის რითაც ისინი შეძლებენ მომხმარებლების სმარტფონების დროულ განახლებას თუმცა მწარმოებლები ამ შემთხვევაში კიდევ ერთ სერტიფიცირების რგოლს გაივლიან იმისთვის, რომ მიიღონ სრული წვდომა Play Store-ზე და შემდგომშ უკვე უნდა გაიარონ Nexus სერტიფიცირება, რომ მიიღონ დამატებითი სერვისების მხარდაჭერა.

ახალი პროექტი Roadrunner

არის მოსაზრება რომ ეს იქნება პროექტიაკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდისთვის.

ამ შემთხვევაში არ გვაქს დეტალები, მაგრამ ჟღერს ისე როგორც Project Butter – Android 4.1-ში, რომელმაც ინტერფეისის რენდერის პრობლემა მაოგვარა.

განახლებულია Google Play

ამ შემთხვევაში საუბარია ძიებაზე, დამატებით პრომო აქციებზე შეტყობინებების ცენტრში ინტეგრაციით, უფორ მეტი გადახდის საშუალებებით და უფორ მარტივი პროგრამის-შიგნით მიკრო ტრანზაქციებით.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგია დეველოპერებისთვის, რომ მიიღონ მეტი მოგება ამ პლატფორმაზე მუშაობისას.

განახლებული Google Now

Google Now მოგვაწვდის ინფორმაციას ოპ. სისტემის მთავარი ფუნქციონალის შესახებ. შეგეძლებათ დაუსვათ კითხვა მის შესახებ და ისიც გიპასუხებთ.

ამაში არაფერია გასაკვირი, Google-მა თქვა, რომ Now შეძლებს სისტემური ფუნქციონალის მართვას.

განახლებული ვიდეო გამშვები

მოხდება სისტემური ვიდეო გამშვების სერიოზული გადახალისება და მიიღებს ახალ ფუნქციებს და ბევრი ვიდეო სერვისის მხარდაჭერას.

ამ პროგრამას დიდი არაფრის დამატება სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს არის ახალი სტრიმინგ სერვისების გაშვებასთან დაკავშირებული ცვლილებები.

Android 4.2 უკვე ბეტა ტესტირებას გადის

ასევეცნობილი არის, რომ Google-ის თანამშრომლებს უკვე აქვთ Android 4.2-is ბეტა ვერსია და საიტებზე უკვე დაფიქსირდა ამ ვერსიის ბრაუზერიდან შემოსვლა.

დარწმუნებული არ ვარ აქ წარმოდგენილი ჭორების რეალობაში, მაგრამ დაგეგმილი ცვლილებები Nexus პროგრამა და Android ოპ. სისტემის სერიოზული ცვლილებები შესაძლოა 5.0 ვერსიამდეც გადაიდოს.

თავიდან ვფიქრობდით, რომ 4.2-ის მრავალი სიახლე მხოლოდ Nexus მოწყობილობებზე იქნებოდა ხელმისაწვდომი და 5.0 ვერსიისათვის.

Nexus სპეციფიკაციის სრული კონცეფცია კი გვეუბნება, რომ Google იღებს კონტროლს Android ეკოსისტემაზე. თუნდაც, რომ Nexus პროგრამა არ იქნეს სავალდებულო მოხმარებლები უმეტესად გააკეთებენ არჩევანს “Nexus ready” მოწყობილობებზე და არა უბრალოდ Android-ზე დაფუძნებულ სხვა მოწყობილობებზე.

წყარო: Android And Me