90-იანი წლების PC თამაშები Android-ზე გაცოცხლდება

Android

Android-ზე უამრავი პროგრამა არსებობს, რომლის საშუალებითაც შეიძლება DOS პროგრამების დიდი რაოდენობის გაშვება. ასევე არის Sega/Dendy და სხვა ძველი სათამაშო კონსოლების ემულატორებიც, რომელთა შესახებაც მომავალში დაწვრილებთი ვისაუბრებთ. მსგავსი პროგრამების კოლექცია ახლა უკვე Winulator-მა შეავსო, რომელიც 90-იანი წლების თამაშებს გაუშვებს Android სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

ჯერ-ჯერობით არ გამოსულა სტაბილური ვერსია, მაგრამ დეველოპერის აზრით (რომელიც მარტოა) ის პრაქტიკულად მზად არის გაშვებისათვის და მას ამის სადემონსტრაციო ვიდეოც არქვს წარმოდგენილი

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=R1ViCeOCS-o[/youtube]

უფრო თუ დავკონკრეტდებით პროგრამა უშვებს თამაშებს, რომლებიც შექმნილია Windows 95/98 საოპერაციო სისტემისათვის. აღნიშნული პროგრამა არ არის სრულუფლებიაბიან ემულატორი. როგორც ავტორი ამბობს ჯერ საჭიროა თამაშის კონვერტაცია და შემდეგ მისი გაშვება სმარტფონზე. პირველ ეტაპზე ჩვენს სამაგიდო კომპიუტერზე სპეციალური პროგრამით უნდა დავაკონვერტიროთ თამაში და შემდგომ გადავიტანოთ მიღებული ფაილები სმარტფონში ან პლანშეტზე.

ძალიან მალე იქნება Android პროგრამასაც რომელიც ამას უკვე კომპიუტერის დახმარების გარეშეც გააკეთებს პირდაპირ ანდროიდზე. ასევე უნდა გამოვიდეს მულატორიც, რომელიც Google Play Store-ზე გამოჩნდება.

Winulator-ის მუშაობა დატესტირდა Samsung Galaxy და Asus Transformer TFT-101-ზე. ტესტირებისას გამოყენბულია თამაში Caesar III.

სიახლეები და განახლებები ამ პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Winulator-ის ბლოგზე.

წყარო: habrahabr.ru

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.