ერთი თვის წინ HTC-მა გაახარა ტაივანელი მომხმარებელი და დაიწყო მისი ფლაგმანური One X სმარტფონის  Android 4.1.1 Jelly Bean-ზე განახლება. დღეს კი ეს განახლება ამ სმარტფონის საერთაშორისო ვერსიასაც შეეხო ავტომატური OTA განახლებების სახით.

ჯერ-ჯერობით განახლება ეხება მხოლოდ CID_038 და CID_044 ვერსიის მოწყობილობებს, მაგრამ მალე ის ხელმისაწვდომი იქნება ყველ CID-თვის. თვით განახლება ზომაში 364,56 მეგაბაიტია და ის 10 მეგაბაიტით დიდია ვიდრე ტაივანური განახლება 🙂 ამის გარდა სრული განახლების შემდეგ კიდევ არის 1,6 მეგაბაიტიანი პატარა განახლებას, რომელშიც არის შეცდომების გასწორება აკუმულატორისა და ინტერნეტთან კავშირის საკითხებში.

ეს ძალიან კარგი სიახლეა HTC-ის მომხმარებლებისათვის, რადგანაც უახლეს ოპ. სისტემამდე ოფიციალური განახლებები,როგორც ცნობილია ძალიან ნელი ტემპებით ხორციელდება. ასევე იმედია Android 4.2-ზე განახლებაც ძალიან მალე გამოვა, რადგანაც ძალიან მცირე სხვაობაა წინა ვერსიასთან შედარებით.

წყარო: Android Authority