IWGCR-ის (International Working Group on Cloud Computing Resiliency) ანგარიშის მიხედვით, ყოველი წლის განმავლობაში ღრუბლოვანი სერვისები მიუწვდომელია საშუალოდ 7.5 საათის განმავლობაში. კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად არიან დამოკიდებულნი ღრუბლებზე თავის აპლიკაციებსა და სერვისებში, ამ წელს რამდენიმეჯერ დაზარალდნენ. მოდით ვნახოთ წლის ყველაზე დიდი ჩავარდნები პლანეტის უმთავრეს პროვაიდერებს შორის.

Microsoft Windows Azure

ყველაზე დიდი და ფართო ჩავარდან თებერვალში დაფიქსირდა და მან ყველა გეოგრაფიული ლოკაცია მოიცვა. სერვისის სრულ გამოცოცხლებას 24-საათზე მეტი დრო დასჭირდე. Microsoft-მა განაცხადა, რომ ჩავარდნა გამოიწვია პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომამ, რომელიც თარიღის არასწორად გამოთვლას უკავშირდებოდა ნაკიანი წელიწადისათვის. პრობლემამ ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია მომხმარებლებს შორის, რომლებიც ელოდებოდნენ უფრო მეტ ახსნა-განმარტებას კომპანიისგან ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ივლისში სერვისი ისევ გაჩერდა და ახლა უკვე მხოლოდ დასავლეთ ევროპაში და ის 2.5 საათს გაგრძელდა. ამ შემთხვევაში მიზეზად არასწორად დაკონფიგურირებული ქსელური მოწყობილობა დასახელდა რამაც მომხმარებლების შეერთების პრობლემა შექმნა.

გვიან შემოდგომაზეც მოხდა კიდევ ერთი გამორთვა Office365-თან დაკავშირებით და ამ შემთხვევისას მიუწვდომელი იყო მილიონობით მომხმარებლის საფოსტო ყუთები.

Amazon Web Services

ივნისში მომხდარმა ელექტრო ენერგიის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია AWS-ის მომხმარებლების გამორთვა 6 საათის განმავლობაში. გამოირთო სერვისები: Amazon Elastic Compute Cloud, Amazon Relational Database Service და AWS Elastic Beanstalk, რომელიც განთავსებული იყო ა.შ.შ-ს აღმოსავლეთით, ვირჯინიის შტატში. ამ გამორთვამ გამოიწვია სხვა სერვისების დაზარალებაც რომლებიც Amazon-ის ღრუბელში მუშაობენ, აი ზოგიერთი მათგანიც:  Stratalux, Digitaria, Heroku. არ მუშაობდა ისეთი პოპულარული საიტები, როგორიცაა Netflix, Pinterest, Reddit, Forsquare და Instagram. პირველი ინციდენტიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოხდა მეორეც და ამი შემდეგ ერთ-ერთმა უმსხვილესმა მომხმარებელმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ ისარგებლებს Amazon-ის სერვისებით და იძულებულია მოძებნოს სხვა ალტერნატივა.

Apple iCloud

სექტემბეში ამ სერვისის მომხმარებლების უმრავლესობა ვერ იღებდა წვდომას საკუთარ ელ-ფოსტასთან. პრობლემა უკავშირდებოდა iCloud-ის ცენტრალურ სერვისებს და ის საერთო იყო როგორც MacOS-ის ასევე iOS-ის მომხმარებლებისათვის. არ მუშაობდა iCloud.com-ის web-ინტერფეისიც.

Google Gmail

ამ წელს Google-ს უფრო მეტი პრობლემა ქონდა ვიდრე უწინ. პირველი გამორთვა აპრილში დაფიქსირდა და ერთი საათის განმავლობაში მომხმარებლები ვერ სარგებლობდნენ სერვისით 1 საათის განმავლობაში. ამის მსხვერპლი მომხმარებელბის 10%-ზე ნაკლები იყო და მისი უმთავრესი მიზეზი იყო სისიტემის განახლების რუტინული პროცესისას დაშვებული შეცდომა. მეორე გამორთვა იყო ივნისში და ამ შემთხვევაში მომხმარებლების მხოლოდ 1.5 % დაზარალდა.

დასკვნა

მიუხედავად ყველანაირი სიფრთხილის ზომებისა, რომელსაც კომპანიები მიმართავენ, ჩავარდნები გარდაუვალია და მათ უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს, მათ შორის ადამიანის დაშვებული შეცდომები, ტექნიკური შეფერხებები ან სტიქიური უბედურებები. თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი უარი ვთქვათ ღრუბლოვან მომსახურებაზე. დროთა განმავლობაში ღღუბლოვანი პლატფორმების საიმედოობა გაიზრდება 100%-კენ რომელიც რეალური და არა მარკეტინგული მაჩვენებელი იქნება და თითქმის ყველა გამოთვლითი და მონაცემთა ცენტრი ღრუბლებში გადაინაცვლებს.