გვიდო ვან როსუმი Google დან Dropbox-ში გადავიდა

Google

Python პროგრამირების ენის ავტორი გვიდო ვან როსუმმა პარასკევ Google-ში მუშაობის ბოლო დღე დაამთავრა და იანვრიდან ის კომპანია Dropbox-ის თანამშრომელი გახდება. Dropbox-ის ხელმძღვანელობა სიხარულით ესალმება გვიდოს, რომელსაც იქ ძველ მეგობარს უწოდებენ, რომელიც მათ თავიანთი შესანიშნავი სერვისის შექმნაში ეხმარებოდა. ის იმ დროიდან თანამშრომლობდა Dropbox-თან როცა იწერებოდა ამ სისტემის პროგრამული “კოდის პირველი სტრიქონები” (dropbox.py).

“თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ Dropbox-ში უნდა ყოფილიყო ყველა უმთავრესი საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს პროგრამისტებისაგან: რამდენადაც ყოველი პლატფორმისათვის საჭიროა სხვა-და სხვა პროგრამირების ინსტრუმენტები და ენები, საჭირო იყო ერთი და იგივე კოდის რამოდენიმეჯერ თავიდან გადაწერა” – ამბობს Dropbox-ის დრიუ ჰიუსტონი თავის ოფიციალურ ბლოგში – “ჩვენ ამის დრო არ გვქოდა. საბედნიეროდ ჩვენ მხსნელად მოგვევლინა პრორამირების ენა Python”

“Dropbox-ის დაფუძნებამდე რამდენიმე წლის წინ” – აგრძელებს დრიუ – Python გახდა ჩემი უსაყვარლესი პროგრამირების ენა მისი სიმარტივის, მოქნილობის და ელეგანტურობის გამო. Python-ის ეს თვისებები და საზოგადოების ძალისხმევამ ყველა პლატფორმაზე შესაძლებელი გახადა ჩვენთვის ერთხელ დაგვეწერა კოდი, რომელიც ყველა სისტემაზე იმუშავებდა. ამ ყველაფერმა ასევე იმოქმედა პროდუქტის დიზაინის ფილოსოფიაზე და სიმარტივეზე, რომელიც თქვენ ცხოვრებასაც გიმარტივებთ.

გავიდა ხუთი წელი იმ მომენტიდან, როცა Dropbox-ის პირველი ვერსიის პროტოტიპი შეინახა მყარ დისკზე სახელით dropbox.py, იმ დღიდან თვით გვიდო და მთელი Python საზოგადობა სერიოზულად გვეხმარებოდა ვებ-აპლიკაციის შექმნაში, რომელიც 100 მილიონ მომხმარებელს ემსახურება დღეს.

ასეწ რომ ჩვენ მივესალმებით გვიდოს კომპანია Dropbox-ში აღტაცებითა და მადლიერებით.

 წყარო: Habrahabr.ru

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.