Ubuntu-ს ჩვეულებრივი რელიზების მხარდაჭერა განახევრდა

Uncategorized

არა-LTS რელიზების მხარდაჭერა Ubuntus გუნდის მერ განახევრდება 13.04 ვერსიიდან და შემდეგში, რითაც დაიზოგება ფინანსური და ადამიანური რესურსები. თავისთავად გამოთევისუფლებული რესურსები უფრო სწრაფ განვითარებასა და LTS გამოშვების  უფრო უკეთეს მარდაჭერას მოხმარდება.

ეს გადაწყვეტილება Ubuntu-ს ტექნიკურმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად 18 მარტს მიიღო და შეეხო გამოშვებისთვის თითქმის მზადყოფნაში მყოფ 13.04 ვერსიას. რა თქმა უნდა წინა ვერსიები, რომლებიც 18 თვიანი მხარდაჭერით გამოვიდა აუცილებლად შეინარჩუნებენ მანამდე დაპირებულ ვადებს.

ხოლო მათთვის ვინც არ იცის რა განსხვავებაა LTS და ჩვეულებრივ ვერსიებს შორის განვმარტავ, რომ LTS (Long Term Support) არის ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე დისტრიბუტივი, რომლისთვისაც უსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შენარჩუენებული იქნება გამოსვლიდან 5 წლის განმავლობაში. რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის ამ ოპ. სისტემის გამოყენებას ფართო მასშტაბის მქონე ორგანიზაციებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.