Facebook-მა თავისი მოწყობილობა წარმოადგინა, რაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის პირველი სოციალური სმარტფონია. რა თქმა უნდა ის Android საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს და აქვს შესაბამისი სრულიად სოციალური სამომხმარებლო ინტერფეისი. როგორც მარკ ცუკერბერგმა თქვა Facebook Home შექმნილია ადამიანებთან ურთიერთობისთვის. პრიაქტიკულად დეველოპერებმა მეორე პლანზე გადაწიეს სტანდარტული სატელეფონო ფუნქციები და წინ წამოსწიეს სოციალური მხარე.

როგორც ქსელში ხელმისაწვდომი ვიდეოებიდან არის ცნობილი, ახალი გარსი საკმაოდ დიდად განსხვავდება უკვე ცნობილი Android ლანჩერებისაგან. ჩანს, რომ დეველოპერებმა იზრუნეს Facebook Home-ის ყველანაირი საჭირო სწრაფი და მარტივი საკომუნიკაციო ფუნქციებით აღეჭურვათ ის.

პრეზენტაციაზე სოც. ქსელის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ Facebook Home უკვე იმ კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი Android-ის სხვა მოწყობილობების მფლობელებისთვის Play Store-ში თუმცა პირველ ეტაპზე Facebook Home თავსებადი იქნება Samsung Galaxy S III, Galaxy Note II და HTC One X და One X+ სმარტფონებისთვს.

ტექნიკური მონაცემებით ეს არის საშუალო კლასის მოწყობილობა, რომელსაც აქვს 4,3 დიუმიანი ეკრანი 1280×720 გარჩევადობით, 2 ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 400 – 1.4 გიგაჰერცი სისხშირით, 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 16 გიგაბაიტი ჩაშენებული ფაილური სივრცე.

მულტიმედიური შესაძლებლობებიდან არის 5 და 1.6 მეგაპიქსელიანი კამერები სადაც მთავარ კამერას აქვს LED განათება და შეუძლია 1080 ვიდეოს გადაღება. სმარტფონი მუშაობს 2000 მილიამპერიანი აკუმულატორით.

ჯერ-ჯერობით ტელეფონის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ AT&T-ის სალონებში 99$ 2წლიანი კონტრაქტით.