Google-მა უკვე დაიწყო თავისი ინტერნეტ მაღაზიის Play Store-ის Android აპლიკაციის განახლების პროცესი და როგორც კი ის ჩემს მოწყობილობაზე აღმოჩნდა მე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები. გამიკვირდა, როცა განახლება ანონსიდან რამდენიმე წუთში მომივიდა, თუმცა ეს ხომ Google-ია და ის ყველაზე სწრაფია მსოფლიოში 🙂

ახალ ვერსიაში მე ვიხილე სრულიად შეცვლილი დიზაინი, რომელიც მანამდე არსებული აპლიკაციებიდან ძალიან გავს Google Now-ის და Currents-ის დიზაინს, სადაც გამოყენებულია ე. წ. ბარათების ტიპის დიზაინი, რომელიც Google-მა უკვე დიდი ხანია წარმოადგინა კონცეფციის სახით. ამ ტიპის დიზაინს მისი უმთავრესი აპლიკაცია Google Now უკვე იყენებდა მაგრამ არც ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი არის Play Store აპლიკაციაც, რომელიც დიდი ხანია ისევე გამოყურებოდა როგორც Ice Cream Sandwich-ის დროს.

რა გვხვდება მთავარ გვერდზე? აქ ყველ;აფერს ერთად აქვს თავი მოყრილი და შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე ახალი აპლიკაციები, მუსიკა, ფილმები, სატელევიზიო პროგრამები, წიგნები და თქვენთვის რეკომენდირებული კონტენტი. მთავარ მენიუში არის: აპლიკაციები, თამაშები, ფილმები და ტელევიზია, მუსიკა, წიგნები, ჟურნალები.

მარკეტის ყოველ კატეგორიას აქვს თავისი საწყისი გვერდი სადაც უკვე ამ კატეგორიის საუკეთესო და უახლესი კონტენტი არის წარმოდგენილი ასვე თქვენთვის რეკომენდირებულ პროდუქციასთან ერთად.

რაც მთავარია აპლიკაციის დაყენების შემდეგ მოშორდა რეკლამა სადაც მსგავსი აპლიკაციის შემოთავაზება იყო რაც ხშირად მიშლიდა ნერვებს და ახალი დიზაინი უფრო მარტივად და ხელმისაწვდომად გამოიყურება რაც ძალიან აადვილებს აპლიკაციების მოძიებას და მათ დაყენებას მოწყობილობაში.

მათთვის ვისაც ჯერ არ მოსვლია განახლება შეუძლია ისარგებლოს ქვევით მოყვანილი ბმულით და უსაფრთხოდ გადმოწეროს აპლიკაცია რომელიც ხელმოწერილია Google-ის მიერ და უპრობლემოდ დაყენდება თქვენს მოწყობილობაზე.

mirror #1
mirror #2
mirror #3