სანამ კონკრეტულად თემაზე გადავალ მინდა მოკლედ ავხსნა თუ რა არის ბიტკოინი. Bitcoin წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს. ის არ არსებობს, როგორც ქაღალდის ფული ან მონეტები, არის მხოლოდ ვირტუალური კრიპტო-ვალუტა. მიუხედავად მისი “არარეალურობისა” Bitcoin ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები საკმაო რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.

Bitcoin ქსელის მდგომარეობის მიმდინარე ინდიკატორები აჩვენებს, რომ P2P ხეშების გამოთვლის სიჩქარემ 1000 პეტაფლოპსს გადააჭარბა, და ამ სტატიის შექმნისას მისი მაჩვენებილია 1036.25 petaFLOPS – ანუ 1,036*10^18 ოპერაცია მცურავი მძიმით წამში. თუმცა ხეშის გამოთვლისას არ წარმოებს მცურავი მძიმით ოპერაციები, მაგრამ Bitcoin-ის შემთხვევაში შედარებისთვის აღებულია 12,7 ათასი ოპერაცია ერთ ხეშზე. ეს ციფრი გამოითვალეს სპეციალიზებული ASIC მოწყობილობებისთვის, რომელიც მაინინგისთვის გამოიყენება.

შედარებისთვის, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის მწარმოებლურობა Linpack ტესტის მონაცემებით წარმოადგენს 17,6 მეტაფლოპსს.

თუნდაც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი ვერ შეძლებდა გამოეთვალა ხეშების 1,7%-ზე მეტი Bitcoin-ის ქსელში. ხუთი უსწრაფესი სუპერკომპიუტერი ერთად კი შეძლებდა მხოლოდ ქსელის ხეშების 5,5%-ის გამოთვლას. 

ტოპ-500 სუპერკომპიუტერების რეიტინგი შეიძლება XLS ფორმატში გადმოწეროთ და შეაჯამოთ ცხრილის მონაცემები მიიღებთ საერთო სიმძლავრეს რომელიც 162,1 პეტაფლოპსს შეადგენს რაც 6,35-ჯერ ნაკლებია Bitcoin-ის ქსელზე.

რა-თქმა უნდა ტოპ-500 რეიტინგში არ ხვდება ყველა სუპერკომპიუტერი, იქ მხოლოდ საუკეთესოებია, რომელთა წარმადობა 76,5 ტერაფლოპსს აღემატება. აქედან გამომდინარე რეიტინგს მიღმა ათასობით სუპერკომპიუტერია დარჩნილი, რომელთა წარმადობა არ აღემატება ათეულობით ტერაფლოპს. ეს კომპიუტერებიც რომ დავამატოთ მათი მწარმოებლურობის ჯამიც ვერ შეძლებს გაუტოლდეს Bitcoin-ის მაინერების უდიდეს პულებს.