nexusროგორც იქნა დაპირებული Nexus მოწყობილობები წამყვანი ბრენდებისგან, როგორიცაა HTC და Samsung უკვე იყიდება Google Play ინტერნეტ მაღაზიაში. არანაირი Sense და TouchWiz, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ Android 4.2.2 (რომელიც Samsung-მა უკვე გამოუშვა S4-ზე მაგრამ HTC ჯერ იგვიანებს). ასევე განბლოკილია ჩამტვირთი სექტორი, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ Cyanogenmod და სხვა გემრიელი ვერსიები ჩავტვირთოთ მოწყობილობეში. განბლოკვა ჩვეულებრივი fastboot ბრძანებებით ხორციელდება

ფასები ბიუჯეტურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელეფონები არ არის არც ერთ ოპერატორზე მიჯაჭვული და შეადგენს 599$ HTC One და 649$ Galaxy S4. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუამავლამდე მიტანა უფასოა, მაშინ ჩამოტანის მიზერული თანხა და განბაჟების დამატებით ამ მოწყობილობების საქართველოში გამოწერაც არის შესაძლებელი.

HTC-SAMSUNG

მოწყობილობების დიზაინი უცვლელი დარჩა, ფორმებსა და გაბარიტებში, მაგრამ HTC One გამოვიდა 32 გიგაბაიტი მეხსიერებით (აქედან 24.5 გიგაბაიტი მომხმარებლისთვის), ხოლო Galaxy S4 16 გიგაბაიტიანი მოდელით დარჩა (11,3 გიგაბაიტი ჩვენს სასარგებლოდ)

წყარო: Google Play