Screen Shot 2013-06-12 at 11.14.27მიუხედავად ჩემი სკეპტიკური განწყობისა iOS 7-ის მიმართ, რაც საკმაოდ საფუძვლიანად მიმაჩნია, OS X 10.9-ით ძალიან მოხიბლული დავრჩი. კუპერტინოში ძალიან კარგად იზრუნეს შემდეგი ვერსიის ფუნქციონალურ განახლებაზე, რამაც შედეგი გამოიღო და დეველოპერული ვერსიის სტაბილურობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ინსტალაციის პროცესი ძალიან მარტივია და ფაქტიურად იგივეა რაც წინა ვერსიებში. რა თქმა უნდა ტორენტებიდან გადმოწერილი აპლიკაციის გაშვებამდე სპეციალურად გამოვყავი ჩემს iMac-ზე პარტიცია სადაც ახალი საოპერაციო სისტემის ტესტირებისთვის გადავწყვიტე სუფთა ინსტალაციის გარემო შემექმნა.

გადატვირთვის შემდეგ სისტემის სინტალაციას 18 – 22 წუთი დასჭირდა და კიდევ ერთი გადატვირთვის შემდეგ ჩემს წინაშე წარსდგა ახალი სისტემის მისალმების ეკრანი სადაც რეგიონალური პარამეტრებისა და ღღუბლოვანი სერვისების ანგარიშების დამატების შემდეგ დავამატე ჩემი მომხმარებელი და სამუშაო მაგიდაზე აღმოვჩნდი სადაც დამხვდა ახალი სასიამოვნო ფონი ოკეანის ტალღებით.

Screen Shot 2013-06-12 at 10.12.23 AM

პირველი რისი გასინჯვაც გადავწყვიტე Finder-ის ჩანართებიანი ინტერფეისი იყო. ჯერ რა თქმა უნდა რამდენიმე დამოუკიდებელი ფანჯარა გავხსენი და კლავიატურაზე ღილაკების კომბინაციით გავაერთიანე ისინი ერთ ფანჯარაში უკვე ჩანართების სახით.

Screen Shot 2013-06-12 at 10.13.37 AM

Screen Shot 2013-06-12 at 10.16.44 AM

როგორც ანაბეჭდებზე ჩანს გვერდზე პანელში არის ტეგების დამატების საშუალებაც, რომელსაც შემდგომში უკვე აქტიური მუშაობისას დავატესტირებ და შესაბამისად მისი ეფექტურობის შესახებაც შემექმნება მოსაზრება.

აპლიკაციების სიაში პირველი Safari გვხვდება და რა თქმა უნდა მისი ახალი ვერსიაც შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც კონფერენციაზე იყო ნაჩვენები.

Screen Shot 2013-06-12 at 10.18.19 AM

რა თქმა უნდა მოაშორეს ძველი დიზაინის გადმონაშთები და კონტაქტებისა და ჩანაწერების აპლიკაცია სუფთად და თნამედროვედ გამოიყურება.

Screen Shot 2013-06-12 at 10.19.20 AM

Screen Shot 2013-06-12 at 10.18.49 AM

ძალიან მომეწონა ახალი რუკების აპლიკაციაც, რომელის სამაგიდო ვერსიის დებიუტიც ამ საოპერაციო სისტემაში შედგა, მიუხედავად იმისა, რომ სანავიგაციო მიმართულებები საქართველოში მხარდაჭერილი არ არის და შენობებიც არ დაუტანიათ ქუჩებზე, ხედი სატელიტიდან ძალიან ხარისხიანია და საკმაოდ სწრაფადაც იტვირთება.

Screen Shot 2013-06-12 at 10.19.40 AM

Screen Shot 2013-06-12 at 10.20.04 AM

Screen Shot 2013-06-12 at 10.20.12 AM

Screen Shot 2013-06-12 at 10.21.51 AM

რუქების შემდეგ ჩემი ყურადღება AppStore-ში ავტომატური განახლებების პარამეტრის ჩართვამ მიიქცია, რაც ძალიან მესიამოვნა, რადგანაც ჩემი ჩარევის გარეშე მოხდება აპლიკაციებისა და სისტემის განახლება რაც საკმაოდ დიდი დროის ეკონომიის საშუალებას იძლევა.

Screen Shot 2013-06-12 at 10.24.31 AM

სისტემის პარამეტრებში თვალშისაცემი სიახლე iCloud-ის განახლებული იკონაა, რომლის უკანაც ღრუბლოვანი სერვისის განახლებული ფუნქციონალი იმალება, რომელიც უკვე პაროლებისა და გასაღებების აწმის ღღუბელთან სინქორონიზაციის საშუალებას იძლევა.

Screen Shot 2013-06-12 at 10.25.35 AM

დანარჩენი აპლიკაციები თითქმის უცვლელი დარჩა, თუ არ გავითვალისწინებთ მცირეოდენ განახლებებს და უმნიშვნელო ბაგების ჩასწორებებს.

საინტერესო იყო თუ როგორ გამოიყურება iBooks აპლიკაცია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ვერსიაში ის ჯერ არ წარმოუდგენიათ და იმედია მომავალ განახლებაში აუცილებლად გვექნება საშუალება ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება პირველი სამაგიდო წიგნების თარო.

რა თქმა უნდა OS X Maverick-ში არის უამრავი სისტემური განახლება და დრამატულად არის შეცვლილი ამოცანების და პროცესორის რესურსების გამოყენების სისტემა, რითაც პოერტატული კომპიუტერების დამოუკიდებლად მუშაობის დრო საგრძნობლად გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად არის განახლებული ოპერატიული მეხსიერების მართვაც, რომელიც უფრო ასწრაფებს აპლიკაციების ჩართვას და შემდგომში მუშაობას.

ამ ეტაპზე იკონების რედიზაინს ადგილი არ ქონია და ალბათ საიპერაციო სისტემის მე-11 ვერსიამდე არც უნდა ველოდოთ მსგავს ნაბიჯს, თუმცა ამის ნიშნები უკვე არის და ძალიან მალე კუპერტინო თვისობრივად და ინტერფეისით განახლებულ OS XI ან OS 11-ს წარმოგვიდგენს, მანამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა, ჩვენ კი შემოდგომას დაველოდოთ, როცა დეველოპერული ვერსიიებიდან უკვე რელიზს ვიხილავთ სადაც სრული შემადგენლობით და უკვე გამართული ფუნქციონალით წარსდგება Mac OS X 10.9 საოპერაციო სისტემა.