Sony Xperia Z Ultra

Uncategorized

Sony-Xperia-Z-Ultra-外觀-2როგორც ცნობილია, Sony-მ წარმოადგინა ახალი პროდუქტი Xperia Z სერიის სმარტფონებში, რომელიც განსაკუთრებით დიდი ეკრანით არის აღჭურვილი. მისი ეკრანი 6.4 დიუმიანია და 1080p გარჩევადობა აქვს, რითაც ის  უმრავლესობა გიგანტური ზომის ტელეფონებს ჯობია. უახლესი ეკრანი მუშაობს Quallcomm-ის ბოლო საუკეთესო მობილურ პროცესორთან ერთად, რომლის ტაქტური სიხშირეა 2.2 გიგაჰერცი ოთხი ბირთვით და ქვია Snapdragon 800.

2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4G LTE ქსელების მხარდაჭერაც არ დაიშურეს Sony-ს ინჟინრებმა ამ შესანიშნავი ფაბლეტისთვის. მისი წონა 212 გრამია (სულ 50 გრამით მეტი ვიდრე Xperia Z) მაგრამ მისი კორპუსი უფრო თხელია და 6,5 მმ-ს შეადგენს. ჩაშენებული მეხსიერება 16 გიგაბაიტს შეადგენს საიდანაც 11 გიგაბაიტი თავისუფალია მოხმარებისთვის. არის microSD ბარათების სლოტიც, რომელიც 64 გიგაბაიტის დამატების საშუალებას იძლევა. დიდი ზომის ეკრანის ენერგიით მომარაგებისთვის 3 000 მილიამპერიანი აკუმულატორი გამოიყენება, რომელიც სხვა მაღალი დონის კომპონენტებსაც აუცილებლად დასჭირდება.

nexusae0_8_Xperia_Z_Ultra_black_Flat

ახალი Full HD  (1920×1080) ეკრანი ასევე პირველი სმარტფონის დისპლეია Sony-ს უახლესი Triluminos ტექნოლოგიით დამზადებული, რომელიც უფრო მდიდარი ფერების დიაპაზონით გამოირჩევა და აქვს X Reality ტექნოლოგია სურათების უკეთესი რეპროდუქციისთვის. მოწყობილობა დაცულია წყლისაგან და მტვრისაგან, როგორც Xperia Z. ამ მოდელს აქვს ხელნაწერი ტექსტის ამოცნობა და ის თავსებადია ნებისმიერ გრაფიტის ფანქართან, მოცულობით სტილუსთან ან მეტალის კალამთან, რომლის წვერის დიამეტრი მეტია ვიდრე 1 მმ.

Sony-Xperia-Z-UltraISO-800-3

საოპერაციო სისტემაში არის Sony-ს მინი აპლიკაციები, რომლებიც ჩანაწერების და ჩანახატების გასაკეთებლად არის შექმნილი და აქტიურდება ნებისმიერ დროს, თუნდაც ზარის განხორციელების რეჟიმში. ფოტოაპარატი ამ მოწყობილობაში 8 მეგაპიქსელიანია, რომელსაც შეუძლია HDR ვიდეოსა და ფოტოს გადაღება, მაგრამ არ არის ფლეშ განათება. წინა კამერა ტრადიციულად 2 მეგაპიქსელიანია და არაფრით არ გამოირჩევა.

18_Xperia_Z_Ultra_Water_Horiz-Square

Xperia Z Ultra მუშაობს Google-ის უახლეს Android 4.2 (Jelly Bean) საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ და უფრო ახალია ვიდრე Xperia Z-ზე არსებული ვერსია. სმარტფონი მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან შავ, თეთრ და მეწამულ ფერებში.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=h45uTBGftkQ[/youtube]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.