replicant_bannerAndroid – როგორც ცნობილია Open Source (AOSP) პროექტია და მას კურირებს Google და Open Handset Alliance. მიუხედავად ამისა Google-ის Nexus პროდუქტებში არის პროგრამული კოდი, რომელიც არ არის ღია და არის Google-ისა და სხვა ვენდორების ინტელექტუალური საკუთრება, ასევე Samsung-ის და სხვა მსხვილი მწარმოებლების მოწყობილობები იმართება კოდით, რომელიც არ არის საჯარო და შეიცავს პატენტებით დაცულ ტექნოლოგიებს. ამით ღია კოდის პრინციპები არ ირღვევა, მაგრამ Free Software Foundation და მსგავსი, პროექტები არ თვლიან Android-ს  თავისუფალ პროგრამული უზრუნველყოფადთავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი (შემდეგში FSF) იწყებს შემოწირულობების შეგროვების პროცესს Replicant საოპერაციო სისტემის შექმნისათვის, რომელიც იქნება Android-ის თავისუფალი დისტრიბუტივი. ეს პირველი მობილური ოპ. სისტემა იქნება, რომელიც იმუშავებს პროპრიეტარული კოდის გარეშე.

ვერსიაში  4.0.0004 რომელიც 22 ივლისს გამოვიდა მხარს უჭერს 10 განსხავებულ მოწყობილობას, თუ დეველოპერები მოახერხებენ ფულის შეგროვებას, ისინი იყიდიან ახალ მოწყობილობებს, შეამოწმებენ და დააპორტირებენ მათზე სისტემას. ყოველი ახალი მოწყობილობის მხარდაჭერა 400-600 დოლარი ჯდება, რაც მხოლოდ ამ მოწყობილობების საფასურია. მცირე რაოდენობით თანხები საჭიროა ინფრასტრუქტურისადა და რეკლამისთვისაც.

FSF-ის დეველოპერები ხსნიან, რომ თვითონ Android თავიდანვე თითქმის მთლიანად თავისუფალია, მაგრამ პრაქტიკაში მწარმოებლები ამატებენ პროპრიეტარულ სისტემურ მოდულებს. მაგ, Wi-Fi და Bluetooth ჩიპებთან კომუნიკაციისთვის. ამის გარდა, ყოველი მოწყობილობა შეიცავს პროპრიეტარული პროგრამების პაკეტს, რომელიც ამ ოპერაციულ სისტემაში მუშაობენ.

Replicant შეეცდება უზრუნველყოს მთელი ფუნქციონალი, მაგრამ მხოლოდ თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალები. ყველა პროგრამა და დაყენდება F-Droid რეპოზიტორიიდან.

cropped-fdroidheader

დღეისათვის მხარდაჭერილია შემდეგი მოწყობილობები:

  • HTC Dream/HTC Magic;
  • Nexus One;
  • Nexus S;
  • Galaxy S;
  • Galaxy S2;
  • Galaxy S3;
  • Galaxy Nexus;
  • Galaxy Tab 2 10.1;
  • Galaxy Tab 2 7.0;
  • Goldelico GTA04.

მე ეს პროექტი დროის ფუჭად ხარჯვა მგონია და ავხსნი კიდევაც რატომ. იმიტომ, რომ AOSP ვერსიისგან იწარმოება Cyanogenmod და ის არის სრულად ღია და პროპრიეტარული მასში არის მხოლოდ ბირთვის წყარო, რომელიც შეიცავს ზოგიერთი მოწყობილობის ბინარულად დახურულ დრაივერებს. FSF-ის ძალების გამოყენება შეიძლებოდა ამ დრაივერების რევერსულ-ინჟინერიაში და მისი პროპრიეტარული მარწუხებიდან განთავისუფლებაში, რაც Cyanogen-ის ბირთვის ალტერნატიული ვერსიის რეპოზიტორიაში დამატებით დასრულდებოდა და მომხმარებელს ექნებიოდა არჩევანი გამოეყენებინა FSF-ის ან მწარმოებლის ბირთვი. ასევე ვისურვებდი, რომ გუნდს გამოეყენებინდა apt-get (Debian APT) პაკეტების დისტრიბუციისა და მართვის სისტემა, რომელიც ადვილად უზრუველყოფდა რეპოზიტორიების შექმნას, განახლებების დაყენებას, როგორც სისტემური ასევე აპლიკაციების და იმუშავებდა, როგორც გრაფიკულ აპლიკაციასთან ასევე კონსოლურ ვარიანტშიც, რაც გიკებისთვის უფრო მოსახერხებელი და სისტემას უფრო დაახლოვებდა Linux-თან.