android-logo-with-64-bitsუკვე დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ Android 4.4-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა. Intel-ის წარმომადგენლების გამოსვლისას დეველოპერების ფორუმზე ერთ-ერთ სლაიდში გამოჩნდა საჭირო მონაცემები. დღეისათვის Intel-ის პროცესორები არც ისე პოპულარულია მობილურ მოწყობილობებში. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ Intel-ს აქვს ის ტექნოლოგიები რაც შესაძლებელს გახდის 64 ბიტიანი პროცესორების მობილურ სეგმენტში დანერგვას.

ანალოგები უკვე არსებობს და არა მხოლოდ პროტოტიპების სახით. ზუსტად ერთი კვირის წინ Apple-მა წარმოადგინა iPhone 5S 64 ბიტიანი A7 პროცესორით. Samsung-იც ცდილობს არ ჩამორჩეს პროგრესს და მალე თავის მოწყობილობებში 64 ბიტის მხარდაჭერას გვპირდება.

64-bit-intel-chips-android-1-640x301

განვითარების ასეთი ტემპების გათვალისწინებით უცნაური იქნებოდა Google-გან, რომ არ მოახდინოს რეაგირება და არ გამოუშვას KitKat-ის 64 ბიტიანი ვერსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში გვექნება უფრო მძლავრი და ფუნქციონალური Android მოწყობილობები.