cyanogenკომპანია Cyanogen, რომელიც არის Android-ის პოპულარული მოდიფიკაციის ავტორი, გრანდიოზული სიახლით გამოვიდა. პირველ რიგში მათ მიღეს 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვითარებისთვის, რითაც გუნდა 17 ადამიანი შეემატა, რაც განვითარებას სერიოზულად დააჩქარებს. მეორე ის გახლავთ, რომ კომპანიას აქვს გიგანტური გეგმები გააფართოვოს CyanogenMod-ის აუდიტორია 50 მილიონ ადამიანამდე და გახდეს მესამე მობილური პლატფორმა Android-ისა და iOS-ის შემდეგ.

472c62c0974cc670dded710b23917506

CyanogenMod თავისთავად არის Android-ის გაუმჯობესებული ვერსია, უამრავი ახალი ფუნქციითა და განვითარებული აპლიკაციებით, უფრო უსაფრთხო მესიჯინგით და გაუმჯობესებული ფოტო-ფუნქციონალით და ვიდეოგადაღებით. მოდის კიდევ ერთი ფასეულობა Android-მოწყობილობებზე უახლესი ოპ. სისტემის დაყენების საშუალებაა ვენდორების მიერ მიტოვებული განვითარების სანაცვლოდ. CyanogenMod – ეს ანდროიდია ადამიანური სახით.

cm-installer

პრობლემა იმაშია, რომ CyanogenMod-ის ინსტალაციის პროცედურა საკმაოდ რთულია. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ადვილი ინსტალაციის პროცედურა 23 საფეხურისაგან შედგება და ამასთანავე მომხმარებელს აფრთხილებენ, რომ პორცესში შეიძლება ტელეფონის დაზიანება და გარანტიის გაუქმება.

792ce27e1c2a0dcf73fa1abe341919f1

მუხედავად ყველა პრობლემისა, 8 მილიონზე მეტი ადამიანი მაინც სარგებლობს ამ სისტემით და კომპანიის აღამასრულებელი დირექტორის კირტ მაკმასტერის თქმით ეს არის იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, ინსტალაციის შემდეგ გააგზავნონ სტატისტიკა სერვერზე. მაკმასტერის აზრით რეალური აუდიტორია შეიძლება ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს.

30783ba8d25ed5aaf304e0c337e30d0e

იმსითვის რომ უკან მოიტოვონ Blackberry და Windows Phone მომხმარებლების რაოდენობით CyanogenMod-მა რადიკალურად უნდა გაამარტივოს ინსტალაციის პროცესი. რამდენიმე წლის მონდომებული მუშაობის შემდეგ ამის გაკეთებეა მაინც შესაძლებელი გახდა და რამდენიმე კვირის შემდეგ Google Play-ში გამოჩნდება ინსტალატორი CyanogeMod, რომელიც სისტემის დაყენებას რამდენიმე შეხებამდე დაიყვანს.