swipe2unlock_0დღეს მთელი დღის განმავლობაში ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “განბლოკილი” ანუ sim-free მოდელები სინამდვილეში რეგიონალური ბლოკირების ქვეშაა და შეუძლებელია მისი სხვა რეგიონების ოპერატორების ქსელში გამოყენება. ევროპული ვერსიების შეფუთვაზე არის სტიკერი, რომელიც გაფრთხილებთ, რომ არ გამოიყენოთ სიმ ბარათები თქვენი ლოკალური პოეპრატორების გარდა. ამ სტიკერმა უკმაყოფილება გამოიწვია მათ შორის ვინც არ სარგებლობს როუმინგით და მოგზაურობისას ადგილობრივ სიმ ბარათებს იყენებს.

როგორც სინამდვილეში აღმოჩნდა ყველაფერი სხვაგვარადაა და არც ისე სერიოზულია ის პრობლემა, რომელიც შესაძლოა ამ შემთხვევაში შეექმნათ მოგზაურებს. მოდით ვნახოთ თუ რა ხდება სინამდვილეში ამ საკითხის გარშემო.

simlock_0

თუ თქვენ იყიდით განბლოკილ Galaxy Note 3-ს ევროპაში ან ლათინურ ამერიკაში, მასზე არის სტიკერი რომელიც ზემოთ აღნიშნულ საკითხებს გვამცნობს. მოკლედ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სინამდვილეში არ არის GSM განბლოკილი სმარტფონი, რაც წინააღმდეგობაში მოდის პროდუქტის პირველად დანიშნულებასთან.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტელეფონები სადაც პირველად (პირველი ჩართვიას) გააქტიურდა ლოკალური სიმ ბარათი შემდეგ სხვა რეგიონის ნებისმიერი ბარათი უპრობლემოდ მუშაობს და არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნება. პრობლემები მხოლოდ იმ შემთხვევაში ფიქსირდება, როცა პირველი აქტივაციისას ტელეფონში აღმოჩნდება არალოკალური სიმ ბარათი, რომელზეც იბლოკება და შემდგომში ლოკალური ბარათის ჩადებისას ტელეფონი არ რეგისტრირდება ქსელში.

ამიტომაც თავი, რომ ავარიდოთ მსგავს პრობლემებს საქართველოში Galaxy Note 3-ის ყიდვისას, პირველ რიგში მოათავსეთ მასში რომელიმე ქართული ოპერატორის სიმ ბარათი და შემდგომში არანაირი პრობლემა არ შეგექმენბათ მოგზაურობისას. თუ რა თქმა უნდა შეგექმნათ პრობლემა და პირველად მასში სხვა ქვეყნის სიმი მოხვდა ამ შემთხვევაშიც არ არის პრობლემა, თქვენ Samsung-ის სერვის ცენტრში აუცილებლად მოგიხსნიან ბლოკირებას და ტელეფონი ახალივით იმუშავებს 🙂