out-of-serviceხუთშაბათი iOS7-ის გაშვების დღე იყო და Apple-მა დიდი გამოცდა ისევ ვერ ჩააბარა მისი სერვერების გამო. უკმაყოფილო მომხმარებლებმა ინტერნეტში სრული პანიკა ატეხეს ჩამოტვირთვისას შექმნილი პრობლემების გარშემო, რომელიც Apple-ის უახლეს სისტემამდე განახლებას ეხება. ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის, თუმცა მკითხველს მინდა ამის მიზეზებზე ცოტა დაწვრილებით მოვუთხრო.

ქსელური სერვისების გაშვება და მათი ნორმალური ფუნქციონირება Apple-ის ძლიერი მხარე არასდროს არ ყოფილა. ორი წლის წინა Apple მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა, როცა iOS 5 გამოვიდა, მაგრამ მას შემდეგ მდგომარეობა არ გამოსწორებულდა და პირიქითაც გაუარესდა. მთელი ათწლეულია Apple ცდილობს ააგოს საიმედო ღრუბელი, გამოთვლითი სისტემებისათვის, თუმცა დღემდე აქვს დაბალი წარმადობის, ხშირი დაცემისა და უცნაური შეცდომების პრობლემა.

ios7-download-failed

ამ ყველაფერში დამნაშავე ჩემი აზრით კომპანიის კორპორაციული კულტურაა. Apple არის დიზაინზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე. მომხმარებელზე ფოკუსირებული ფილოსოფიის გამო Apple არის საუკეთესო აპარატული და უმშვენიერესი, ინტუიციური სამომხმარებლო ინტერფეისების ავტორი. თუმცა ეს ხელს არანაირად არ უწყობს ქსელური სერვისების განვითარების ასპექტებს, რომლებიც ძალიან შორს არის სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინისაგან.

1794684421_1ac313f836_z

2000 წელს სტივ ჯობსმა დაანონსა iTools, რომელშიც შედიოდა iDisk, რომელიც Dropbox-მდე მსგავს ფუნქციონალს გვთავაზობდა. სერვისი 2002 წელს .mac გახდა და მორიგი რებრენდინგის შემდეგ 2008 წელს შემოგვთავაზეს როგორც MobileMe და საბოლოოდ iCloud-ის სახით ჩამოყალიბდა 2011 წელს.

რა თქმა უნდა პირველივე დრიდან ამ სერვისებს საიმედოობისა და სტაბილურობის პრობლემები ქონდა. 2008 წელს Mobile Me-ის გაშვებიდან უმოკლეს დროში სტივ ჯობსმა მოიწვია MobileMe-ის დეველოპერების შეხვედრა. “შეუძლია თუ არა ვინმემ მითხრას, თუ რას უნდა შვებოდეს MobileMe?” მოყვანილია სტივ ჯობსის ციტატა Fortune-ში. მას შემდეგ რაც რომელიღაცა დეველოპერმა ახსნა, თუ რას შვებოდა MobileMe  ჯობსმა იკითხა “და რატომ არ აკეთებს ეს დედ…..ი ამ ყველაფერს?”

Apple-მა ჯერ-ჯერობით ვერაფერი მოუხერხა iCloud-ს. სერვისის გაშვებისას დაფიქსირდა იგივე პრობლემები რაც MobileMe-ის დროს ხდეობდა. მიმდინარე წლის თებერვალსა და აგვისტოში ყველაზე მეტი პრობლემა და გაუმართაობა სწორედ iCloud-ის სერვისში შემავალ კომპონენტებს ქონდათ, როცა მომხმარებლები ვერ ახერხებდნენ ანგარიშებთან წვდომას და შეუძლებელი იყო ელ-ფოსტისა და შეტყობინებების მიღება.

ღრუბლოვანი სერვისების გამართვა ძნელია მაგრამ არც ისე. მაგალითისთვის Google-ს გაცილებით უკეთესი აფთაიმის ისტორია აქვს ვიდრე Apple-ს. როცა Apple-ის დაუნთაიმი საათებით იზომება, Google-ში ამ დროს წუთები ფიქსირდება მხოლოდ. Apple-ის უკანასკნელი დაუნთაიმის დროს მომხმარებლების 1 დან 3 პროცენტამდე იზარალა, როცა Goole-ის ყველაზე სერიოზული დაუნთაიმი მომხმარებლების მხოლოდ 0.02 პროცენტს შეეხო.

“კონცეფციაში, [iCloud] ძალიან მარტივია” ამბობს მობილურის სისტემების დეველოპერი Ars Technica-თან ინტერვიუში და დასძენს “სინამდვილეში კულისებს მიღმა ყველაფერი უფრო რთულია. iCloud ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია”

თუ რომელიმე კომპონენტი გამოვა მწყობრიდან მთელი სერვისი ითიშება. ამის თავიდან ასაცილებლად Google-მა მისი ინჟინრები პატარა ჯგუფებად დაყო და მისცა მათ საკუთარი რესურსები და ავტონომია, რომელიც საჭიროა უშველებელი პროგრამული ინფრასტრუქტურის ეფექტური მართვისათვის. Google-ის მმართველობა რა თქმა უნდა ყველა დონის ინფორმაციას ფლობს, მაგრამ ყველა ჯგუფი პასუხისმგებელია თავისი ზონის წარმადობაზე.

google-datacenter-tech-13

დეცენრალიზებული მიდგომა მიუღებელია, როცა საქმე სამომხმარებლო ინტერფეისს ეხება. როცა საინჟინრო გადაწყვეტილებები ქვევიდან ზევით მიიღება, იქ არავინ არ არის, რომ იზრუნოს Google-ის აპლიკაციების ერთიან დიზაინზე და ინტერფეისზე, რაც შედეგებში თვალნათლივ აისახება და ყოველთვის გვაქვს სერვისების ინტერფეისებს შორის საგრძნობი სხვაობა.

Apple-ს აქვს საპირისპირო მიდგომა, ის იწყება სამომხარებლო ინტერფეისიდან და სრულდება ტექნიკური გადაწყვეტილებებით. Apple-ში ყველაზე პატივსაცემი ხალხი დიზაინერებია და ყველამ იცის რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ.

იერარქიული სტრუქტურა სადაც ინჟინრები დიზაინერებს ექვემდებარება გვაძლევს ულამაზეს, მომხმრებლისთვის გასაგებ პროდუქტებს. დიზაინერები ინტენსიურად ავითარებენ სამომხმარებლო ინტერფეისს და პროგრამული უზრუნველყოფა გაცილებით სხარტია და ჰაეროვანი, მენიუები და ღილაკები ლოგიკურად არის განთავსებული და პროდუქტის შესწავლა არ მოითხოვს დამატებით მეცადინეობას.

ზევიდან ქვევით მმართველობის მოდელი ეფექტური არ არის ქსელური სერვისების შემთხვევაში. სისტემა, რომელიც უპრობლემოდ მუშაობს ათასობით მომხმარებელთან იძულებულია მოემსახუროს 10 მილიონს. დიზაინერებზე დაქვემდებარებული ინჟინრები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამუშაოს, რადგანაც არ აქვთ საჭირო დონის ავტონომია და რესურსები, რომ მათი სერვისები საიმედო გახადონ ფართო მასების მომსახურების მიმართულებით.

როცა Apple ახალ iPhone-ს ქმნის, მას შეუძლია დაიქირაოს დიზაინზე ფოკუსირებული ტესტერები არმია, რომელიც საშუალებას იძლევა დაიხვეწოს სამომხმარებლო ინტერფეისის ყველაზე წვრილმანი დეტალებიც კი, რომ ყველაფერი შეესაბამებოდეს კომპანიის უმაღლეს სტანდარტებს. პროდუქტი ისეთივე სტაბილური იქნება მომხმარებლის ხელში, როგორც ლაბორატორიაში და ამ სტილის ტესტირება დახარჯულ რესურსებს მთლიანად ამართლებს.

შეუძლებელია დაიქირაოთ იმდენი ტესტერი, რომ შეისწავლოთ სერვერული ინფრასტრუქტურის პრობლემები, რაც iCloud-ის წინაშე დღეს დგას. საიმედო ქსელური სერვისების შექმნას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მსგავსი მიდგომა ბუნებრივად ყალიბდება Google-ის ინჟინრებზე დამოკიდებული კულტურის პირობებში. Apple-ის ინსტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციები რითაც შეიქმა iMac, iPod და iPhone-ს მთელი თაობები არ არის ორიენტირებული მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე.

არა მგონია Tim Cook-მა ამ მიმართულებით რამე შეცვალოს, რადგანაც მისი კომპანიის სათავეში მოსვლიდან დღემდე სიტუაცია არ შეცვლილა. კკორპორაციული კულტურა ნელა იცვლება და არც ერთი კომპანია არ არის ყველაფერში კარგი. Microsoft-ის ძლიერი მხარე კორპორაციული IT პროგრამული უზრუნველყოფაა და მათ ვერ შეძლეს Apple-თან კონკურენცია მობილურ მოწყობილობებში და ვერც Google-ს აჯობეს ონლაინ სერვისებში. მიუხედავად იმისა, რომ Google-ის მცდელობა აჯობოს Apple-ს მობილურ ტექნოლოგიებში უფრო მეტად წარმატებულია ვიდრე სხვების მათ მაინც ვერ შეძლეს Google Plus-ით Facebook-ის დამარცხება.

ყოველი კომპანია ბაზარზე არის თავისი სფეროს უდაო ლიდერი და მათი მცდელობა გაუწიონ კონკურენცია სხვებს თითქმის ყოველთვის წარუმატებელია.

ალბათ ამ განხილვის  დასრულება სევდიან ნოტაზე მომიწევს, რადგანაც Apple-ის პრობლემები უფრო ფუნდამენტალურია და არ არის მხოლოდ მისი რომელიმე განყოფილების გაუმართაობის მიზეზით გამოწვეული. და თუ თქვენ მართლა გიყვართ Apple-ის გაჯეტები ჯობია არც იოცნებოთ ონლაინ სერვისების გამოსწორებაზე, რადგანაც ის რაც Apple-ს აძლევს საშუალებას აწარმოოს საუკეთესო მოწყობილობები არის მათი ქსელური სერვისების გაუმართაობის უმთავრესი პრობლემა.

გამოყენებულია Washington Post-ის მასალები