modulusბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა მობილური ინდუსტრიის მომავლის შესახებ და უფრო თუ დავკონკრეტდებით აქტუალური გახდა მოდულებისგან შედგენილი სმარტფონების წარმოების საკითხი. მას შემდეგ რაც Phoneblocks პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, მის მიმართ დაინტერესება მსხვილმა კომპანიებმაც გამოთქვეს.

პირველი ამ საქმეში კომპანია Motorola აღმოჩნდა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა ამ მიმართულებით დაინტერესება და კონკრეტული მიზნებიც დაასახელა. კომპანიის ოფიციალურ ბლოგში გამოქვეყნებული ანონსი გვაუწყებს, რომ პროექტი სახელწოდებით Ara წარმოადგენს მოდულური სმარტფონის შექმნის იდეის განხორციელებას.

ara1blogpost

Motorola-მ გამოთქვა სურვილი შეიქმნას სმარტფონი, რომლის აწყობა სხვა და სხვა მწარმოებლის განსხვავებული კომპონენტებისგან იქნება შესაძლებელი. ეს იქნება Android-ის მსგავსი სისტემა ახლა უკვე არა მხოლოდ პროგრამული თვალსაზრისით, არამედ აპარატულადაც. კომპანია გეგმავს შექმნას გარკვეული ეკოსისტემა, რომელიც შეძელბს მხარი დაუჭიროს გარეშე მწარმოებლებს დაამზადონ ტელეფონის აპარატული მოდულების ფართო ასორტიმენტი.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სმარტფონის ყიდვა არ ნიშნავდეს იქნება ახალი ტელეფონი შეძენას, თქვენ შეძლებთ პროცესორის, მეხსიერების, ეკრანის და სხვა კომპონენტების განახლებას ან ჩანაცვლებას.

“ჩვენი მიზანია შევქმნათ – უფრო გამოკვეთილი და ღია ურთიერთობები მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის.

ამით ჩვენ გვინდა მოგცეთ საშუალება თვითონ გადაწყვიტოთ თქვენი ტელეფონის დანიშნულება, თუ როგორ გამოიყურება ის, რა კომპონენტებისგან შედგება და რამდენი ხანი გინდათ, რომ გქონდეთ ის” – წერს კომპანია Motorola თავის ბლოგში

ara2blogpost

კომპანია გეგმავს ითანამშრომლოს დეივ ჰაკენსთან, რომელიც უკვე გამოვიდა ამ იდეით, ასე რომ შესაძლოა მომავალში Motorola-მ შექმნას ისეთი ეკოსისტემა, რომ მომხმარებლებს არ მოუწიოს ახალი სმარტფონის შეძენა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ საოპერაციო სისტემას აქვს უფრო მეტი აპარატული მოთხოვნები.

ამის პარალელურად ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე, არა მხოლოდ ჩინეთში  ცნობილმა კომპანიამ ZTE წარმოადგინა მოდულური სმარტფონის თავისი ვერსია სახელწოდებით ECO-MOBIUS, რომელის აწყობა და განახლება მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

6fd66a11b61590b9477b423525c8b716

სმარტფონის სახელი ეხმაურება იმ იდეას, რომ გარემოს დაბინძურება მოძველებული მობილური მოწყობილობებით დღითი დღე მატულობს და საჭიროა სხვა მიდგომის დანერგვა. როგორც ჩანს ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული კომპონენტების გამოცვლით (რომელიც მწყობრიდან გამოვიდა ან საჭიროებს მოდერნიზაციას) და არა მთლიანად ახალი აპარატის შეძენით.

166156b6abe73d082d64b554471efefe

გასაგებია, რომ ეს მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ ვინ იცის შესაძლოა ძალიან მალე არა მხოლოდ ახალი სმარტფონის სახეობა ვიხილოთ, არამედ სრულიად ახალი სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარი.