chips-graphic_fire_1_0გასულ თვეს წარმოდგენილმა iPhone 5S-მა გარშემო ძალიან ბევრი ხმაური გამოიწვია. Apple-ის მტკიცებით 64 ბიტიანი პროცესორი A7 მის ახალ სმარტფონში ორჯერ უფრო წარმადია ვიდრე წინამორბედში. Samsung-ის მხრიდანაც შესაბამისი რეაგირება უმცირეს ვადაში განხორცილდა. სამხრეთკორეულმა კომპანიამ პირობა მოგვცა, რომ მის ტელეფონებში იქნებოდა 64 ბიტიანი პროცესორები და ამავდროულად არანაირი დეტალური მონაცემები არ გაუმჟღავნებია. როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს 64-ბიტიანი პროცესორი, რელურად მისგან ძალიან ცოტაა სარგებელი, ყოველ შემთხვევაში ამ წინადადებით გამოვიდა Qualcomm-ის ხელმძღვანელი TechWord-ის თვის მიცემულ ინტერვიუში.Qualcomm-ის დირექტორის ანანდა ჩანდრასეხერის სიტყვებით 64 ბიტიანი პროცესორი A7 არ იძლევა არანაირ უპირატესობას მომხმარებლისთვის, ამიტომაც მასზე გადასვლას ჯერ არზრი არა აქვს და ეს ყველაფერი “მარკეტინგული ხრიკია”:

იმისათვის, რომ მივიღოთ სარგებელი 64-ბიტიანი პროცესორისგან, საჭიროა 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ის უფრო ეფექტურია სერვერული პროგრამებისათვის.

a7-apple-650x365

როგორც ცნობილია iPhone 5S-ში არის მხოლოდ 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. მობილური ბაზარი ჯერ კიდევ არ არის მზად მიიღოს 4 გიგაბაიტთან მიახლოებული მეხსიერების მქონე სმარტფონები.

მიუხედავად ამისა Qualcomm არ გამორიცხავს 64 ბიტიანი პროცესორების გამოშვებას, რომლებიც საინტერესოა ინჟინრული თვალსაზრისით, მიკროსქემების პროექტირებისთვის და საოპერაციო სისტემების განვითარებისთვის. Tech World-ის ინფორმაციით კომპანია უკვე მუშაობს ამ მიმართულებით.

Qualcomm წარმოადგენს ერთ-ერთ გიგანტს, რომელიც აწარმოებს სმარტფონებისა და პლანშეტების პროცესორებს. მისი Snapdragon სერიის ჩიპები ფართოდ გამოიყენება Android და Windows Phone სმარტფონებისთვის.